რატომ უნდა დაიწყო ჯანჯაფილის ჩაის სმა

3476
SHARE

თამამად შეგვიძლია ჯანჯაფილს ვუწოდოთ სუპერპროდუქტი, რადგან არაფერი ისე არ ამყარებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ხსნის სხვადასხვა ანთებით პროცესს, როგორც ეს უნიკალური პროდუქტი.
ამ მცენარის შემადგენლობაში შედის რამდენიმე ეთერზეთი, რომელიც მისი განსაკუთრებული არომატისა და გემოს მიზეზია. ეს ეთერზეთები გახლავთ: გინგეროლი, ზინგერონი და შოგაოლი. სწორედ ეს ნივთიერებები გახლავთ მძლავრი ანტიბაქტერიალური, ანტივირუსული და ანტიპარაზიტული საშუალებები.

ჯანჯაფილის ფესვი ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას, კურნავს ასთმას, გულს-სისხლძარღვთა დაავადებებს, ხსნის ტკივილს და კურნავს სხვადასხვა დაავადებას.

ჯანჯაფილის თვისებები:

1. ის გახლავთ ეფექტური საშუალება თავის ტკივილის, გრიპის, გაციებისა და კუნთების ტკივილის დროს. ნივთიერებები, რომლებიც ჯანჯაფილში შედის, ხელს უწყობს ტკივილის შესუსტებას.

2. ამ პროდუქტის საკვებში რეგულარული გამოყენება ამაღლებს იმუნურ სისტემას. მის შემადგენლობაში უამრავი ანტიოქსიდანტი შედის, რომელიც ამაგრებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ეხმარება ინფექციებთან გამკლავებაში.

3. დღეში მხოლოდ ერთი ფინჯანი ჯანჯაფილის ჩაი ამცირებს ინსულტის რისკს, რადგან ამ მცენარის ფესვი შლის ცხიმოვან ფენებს, რომლებიც ბლოკირებას უკეთებს არტერიებს.

4. ასევე, ჯანჯაფილი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ჟანგბადს ნორმალური ცირკულაციის საშუალებას აძლევს.

5. ჯანჯაფილის ჩაი კლავს ვირუსებს, რომლებიც იწვევს გაციებას, ჰერპესს და გრიპს.

როგორ

მოვამზადოთ ჯანჯაფილის ჩაი

ინგრედიენტები:

1 ჭიქა წყალი;

1/4 ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილის ფესვი;

1/4 ჩაის ჭიქა დაფქული კურკუმა;

თაფლი გემოვნებით

მომზადების წესი:

აადუღეთ წყალი და დაუმატეთ მასში ჯანჯაფილი და კურკუმა. მოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ თაფლი. სასმელი მზად არის!

FB კომენტარები

კომენტარი