რატომ საუბრობდნენ ბრედლი კუპერი და ლედი გაგა ირინა შეიკზე

50
SHARE

ვარსკვლავურმა წყვილმა კაშკაში შეწყვიტა – ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდნენ. ისინი ერთად ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და ორი საერთო შვილიც კი ჰყავთ, თუმცა, დროთა განმავლობაში, დაშორებისა და მითქმა-მოთქმის ფონზე, მათი ოჯახი დაინგრა.
ტაბლოიდები წერდნენ, რომ მას შემდეგ, რაც ფილმის – “ვარსკვლავის დაბადება” გადაღება დაიწყო, რომელშიც ლედი გაგა და ბრედლი კუპერი ერთად თამაშობენ, შეიკსა და კუპერს ურთიერთობა დაეძაბათ. ურთიერთობა ნელ-ნელა გაცივდა და, საბოლოოდ, ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ძირითად მიზეზად ისევ და ისევ ლედი გაგა სახელდება. ფილმის გადაღება, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შედეგადაც მისი მთავარი გმირები ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ.
გაგასა და კუპერს ერთმანეთთან გულწრფელი საუბრები ჰქონდათ და მსახიობი მომღერალს მეუღლესთან დაკავშირებულ პრობლემებს უზიარებდა.
პარტნიორი მხოლოდ კუპერს არ ჰყავდა, ლედი გაგას გულიც დაკავებული იყო. ის კრისტიან კარინოს ხვდებოდა, თუმცა ფილმის გამოსვლის შემდეგ ისინი მალევე დაშორდნენ. გაგამ ქორწილი ჩაშალა.
კუპერისა და გაგას ირგვლივ ჭორები, მითქმა-მოთქმა და კულუარებში საუბარი არ წყდება, თუმცა დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი ერთად არიან, ჯერჯერობით, არ არსებობს.

FB კომენტარები

კომენტარი