რატომ იმატა კატასტროფულად ავარიებმა და რა კავშირშია ულიცენზიო ავტოსკოლები

237
SHARE

 ბოლო დროს იმატა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა, მაგალითისთვის ის კატასტროფაც კმარა, რომელმაც ქუთაისი- სამტრედიის გზაზე ოთხი ახალგაზრდა ადამიანი იმსხვერპლა. f83760bb55e875c98f531ae561c531101 მცირეწლოვანი ბავშვი დედ-მამის და 4 პატარა უდედოდ დატოვა. “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის განცხადებით, ავტოსკოლებს უნდა მიექცეს მეტი ყურადღება, რათა თავიდან ავიცილოთ ავტოსაგზაო შემთხვევები და მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ინსტრუქტორებზე გაცემული ლიცენზიები.
მესხიშვილის განმარტებით, აუცილებელია ავტოსკოლების ლიცენზირება მოხდეს, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ მომავალი მძღოლებისთვის საჭირო არც მატერიალურ ბაზას, ასევე არ გააჩნიათ ერთიანი სასწავლო პროგრამაც.
“ავტოსკოლების ლიცენზირებას მოვითხოვთ, რადგანაც საჭიროა სასწავლო-მატერიალური ბაზის არსებობა. სასწავლო-სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს აღჭურვილი და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა მოსამზადებელი სასწავლო გეგმა უნდა არსებობდეს. დღეს სწავლა მიმდინარეობს ისე, რომ ერთიანი სასწავლო პროგრამა არ არსებობს მომავალი მძღოლის მოსამზადებლად. სისტემა მთლიანად უკონტროლოა, ვინ რას ასწავლის, გაუგებარია. თავისი შეხედულებების მიხედვით ასწავლის. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში არიან ისეთი ინსტრუქტორები, რომლებსაც თავადაც არ აქვთ მართვის მოწმობა და ვერ ფლობენ მძღოლის უნარებს. ამავე დროს, გადასახედია განათლების სამინისტროს სასწავლო სისტემა, თუ როგორ ხდება ამ მანდატურების მხრიდან სწავლება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მანდატურები ვერ ფლობენ იმ კვალიფიკაციას, რომელიც საჭიროა, მოსწავლეებისთვის იმ განათლების მისაცემად, რაც შემდგომ მძღოლს დასჭირდება. ამიტომ, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად, რეფორმა განათლების სისტემიდან უნდა დაიწყოს”, – აღნიშნა მესხიშვილმა.

Comments

comments