“რატომ ვერ ზიხარ წყნარად, შენს მოფლეთილ უკანალზე” – პუტინს უკრაინელმა ტელეწამყვანმაც აგინა (ვიდეო)

166
SHARE

უკრაინული “კანალ 24-ის” ტელეწამყვანმა, არტიომ ოვდიენკომ სატელევიზიო სტუდიიდან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. წამყვანმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც პუტინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

“ჩემი კოლეგები “რუსთავი 2-დან” არ მომცემენ მოტყუების საშუალებას, პუტინ, შენ ხუილო ხარ. და რაც უფრო მალე გიხილავთ კუბოსა და თეთრ ფაჩუჩებში, მით უფრო მეტ “საფერავსა” და “წინანდალს” დავლევთ ერთად ამ ბედნიერ დღეს. მაგრამ სანამ შენს ბოტოქსს შენი ტვინი ბოლომდე არ შეუჭამია, ახსენი, რატომ მოძვრები ჩვენკენ? რატომ ვერ ზიხარ წყნარად, შენს მოფლეთილ უკანალზე, რას მოძვრები და მოძვრები ჩვენკენ – უკრაინაში? საქართველოში? და მოლდოვაში?“, – ამბობს ოვდიენკო ვიდეომიმართვაში.
​ცნობისთვის, ვიდეომიმართვა უკრაინელმა ჟურნალისტმა მას შემდეგ ჩაწერა, რაც გადაცემა P.S.-ის ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინებას სხვადასხვა წრეში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

 

FB კომენტარები

კომენტარი