რატომ ვერ განიცდით ორგაზმს – ანორგაზმიის სახეები და მიზეზები

1914
SHARE

ანორგაზმია არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც ნიშნავს ორგაზმის ვერგანცდის უნარს რეგულარული სექსუალური სტიმულაციის საპასუხოდ. ანორგაზმიამეტად გავრცელებულია ქალებში, ვიდრე – კაცებში.

არსებობს ქალებში ანორგაზმიის სხვადასხვა სახე:

პირველადი ანორგაზმია – ამ შემთხვევაში, ქალს არასდროს განუცდია ორგაზმი.

მეორადი ანორგაზმია – წარსულში შეეძლო ორგაზმის განცდა, მაგრამ, ახლა, არ შეუძლია.

სიტუაციური ანორგაზმია – ორგაზმის განცდა შეუძლია მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში, მაგ. ორგაზმის განცდა შეუძლია მასტურბაციის დროს, მაგრამ არა – კოიტუსის დროს; შეუძლია ერთ პარტნიორთან, მაგრამ არა – მეორესთან და ა.შ. შეუძლია ორგაზმის განცდა მხოლოდ კლიტორული სტიმულაციით (ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია და ქალების დიდ ნაწილში აღინიშნება).

ზოგადი ანორგაზმია – ქალს არ შეუძლია ორგაზმის განცდა არცერთი ფორმით – არც ერთ პარტნიორთან და არც ერთ სიტუაციაში.

ანორგაზმიის მიზეზები

ფიზიკური პრობლემები – სისტემური დაავადებები, ძირითადად, ნევროლოგიური სახის; ასევე – შაქრიანი დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი და სხვა ნევროლოგიური პათლოგიები.

გინეკოლოგიური მდგომარეობები – ანორგაზმია შეიძლება, განვითარდეს სხვადასხვა გინეკოლოგიური ჩარევის შედეგად: ჰისტერექტომია, ოოფორექტომია, ალპინგექტომია, სიმსივნეების გამო ჩატარებული სხვა ოპერაციები და ა.შ.

მედიკამენტები – ანტიდეპრესანტებმა, ანტიჰისტამინურებმა(ალერგიის სამკურნალო), სისხლის წნევის სარეგულაციო წამლებმა შეიძლება, გამოიწვიოს ანორგაზმია.

ალკოჰოლი და ნარკოტიკები – გადაჭარბებულად ალკოჰოლის მიღებამ და ნარკოტიკების მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ანორგაზმია

ასაკი – ასაკთან ერთად, მცირდება ესტროგენების დონე, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს სუსტი საპასუხო რეაქცია სექსუალურ სტიმულაციაზე.

ფსიქოლოგიური მიზეზები:

შფოთვა და დეპრესია;

შესრულების შფოთვა (გამუდმებული ღელვა სქესობრივი აქტის ჩატარებაზე);

კულტურული და რელიგიური ხედვები;

ორსულობის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შიში;

დაბნეულობა;

დანაშაულის გრძნობა (სქესობრივი კავშირის გამო);

ურთიერთობის პრობლემები:

წყვილებს, რომლებსაც ხშირად აქვთ ურთიერთობაში პრობლემები, საწოლშიც ხშირად არის წარუმატებლობა;

ინტიმურობის და სიახლოვის ნაკლებობა;

წყვილს შორის უნდობლობა და ეჭვიანობა.

FB კომენტარები

კომენტარი