რატომ ეცვათ კლინტონებს იისფერი დამარცხების შემდეგ

467
SHARE

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სიტყვის წარმოთქმისას, ჰილარი და ბილ კლინტონები საზოგადოების წინაშე იისფერებში გამოწყობილნი წარსდგნენ, როგორც ფერების დიზაინერი ჟან-გაბრიელ კოსი აცხადებს, ამ ფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს.

„იისფერი ყოველთვის წარმოადგენდა ხელისუფლების ფერს. ათწლეულებია, იისფერი იაპონიის იმპერატორის ფერია. იისფერი წარმოადგენს ელიტას, მისტიურ ძალაუფლებას. ასევე იისფერი აცვიათ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებსაც, რაც გვიჩვენებს გარკვეულ აღმატებულებას.“ „ის შესაძლოა ვერ გახდა პრეზიდენტი, მაგრამ დედოფლად დარჩა.“
„ამ მესიჯებს აგზავნიდა ფერების მეშვეობით ჰილარი. ეს დამარცხება არ ყოფილა თვითმიზანი და ეს შინაარსი იდო მის სიტყვაშიც. პირიქით, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს სურდა ეჩვენებინა დამარცხების მიუხედავად, ძლიერი ქალის იმიჯი“,- აცხადებს ჟან გაბრიელ კოსი.

FB კომენტარები

კომენტარი