რატომ დარჩი გაუთხოვარი?

206
SHARE

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ დარჩი გაუთხოვარი:

1. მიჩვევის შიში. მარტოობის მთავარი მიზეზი ეს არის, მის უკან კი მოტყუებისა და ღალატის შიში დგას. გახსოვდეს, ყველა ურთიერთობას რისკი ახლავს, თუ არ გარისკავ, მოგიწევს ცხოვრების დინებას უბრძოლველად გაუყვე…

2. მიუკარებლობა. თავიდან თაყვანისმცემელს ეს აინტრიგებს, თუმცა საბოლოოდ, ჰგონია, რომ ის არ გაინტერესებს. ზოგჯერ მკაცრი პრინცესას როლი კარგია, მაგრამ ისწავლე ნაბიჯის გადადგმა და აგრძნობინე, რომ ის შენთვის სულერთი არ არის.

3. წარსულზე ჩაბღაუჭება. თუკი ყოფილმა შეყვარებულმა გული გატკინა და იტანჯები, ეს ბუნებრივია, მაგრამ იმის გამო, რომ წარსულს ვერ ივიწყებ, მომავალს წირავ.

4. არაპერსპექტიული ურთიერთობები. არ არის გამორიცხული, რომ გათხოვებას აფერხებდეს ურთიერთობები, რომელთა დასრულება ვერ გადაგიწყვეტია. თუმცა ეს აუცილებელია _ დაუსვი წერტილი ძველს, თუ გსურს ბედნიერი იყო.

5. არტისტიზმი. თუ თქვენს ურთიერთობაში ხშირია ჩხუბი, ცრემლის ღვრა, ვრცელი SMS-ები, ფიცი სავსეა სენტიმენტალური სცენებით, თუ სიყვარული სწორედ ისეთად წარმოგიდგენია, როგორიც თეატრში გინახავს, შენი რჩეულიც მსგავს სპექტაკლებს შემოგთავაზებს. სანამ ამ გაუთავებელ სპექტაკლებზე დროს ხარჯავ, მხედველობის მიღმა გრჩება მამაკაცები, რომელთაც გულწრფელი ურთიერთობა სურთ…

წყარო: “კვირის პალიტრა”

FB კომენტარები

კომენტარი