რატომ დამთავრდა მაია ასათიანის რვაწლიანი რომანი

1027
SHARE

  გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა დუმილი დაარღვია და რვაწლიანი რომანის დასრულების მიზეზებზე საჯაროდ ისაუბრა ტელეწამყვანმა ამჯერად არც ის ფაქტი დამალა, რომ საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ხშირად ცრუობდა.
“მე ვარ ადამიანი, რომელიც გადაცემაში ხშირად სხვის სიყვარულზე საუბრობს, რესპონდენტებს მათი სიყვარულის ისტორიის მოყოლას სთხოვს. ამიტომ ჩემი მხრიდან, ცოტა უხერხულია, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ როცა ჩემს ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპი დადგება, ამაზე ხმამაღლა არ ვილაპარაკებ. ყველა ჩემი გადაცემის სტუმარ მამაკაცს მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, რომ ასეთ თემებზე მოდიოდნენ და გახსნილად ყვებოდნენ თავისი სიყვარულის ამბებს.უხერხულია ჩემი მხრიდან ამის თქმა, მაგრამ ვთვლი, რომ საჯაროობა, მით უმეტეს ქვეყანაში, სადაც რატომღაც საზოგადოებას არ უხარია სხვისი კარგი, არ არის მომგებიანი. ჩვენს ქვეყანაში კარგი ადამიანი ხარ მაშინ, როცა რაღაც პრობლემა გაქვს და ვიღაცას ეცოდები. გრძნობებისა და ემოციების ზედმეტი აფიშირება ვნებს ურთიერთობას. ამას მეუბნება ჩემი სტუმრების განვლილი გზა და ცხოვრება.არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ, როგორც მახსოვს, ჩემს ყოფილ მეუღლეს ძალიან ეამაყებოდა, რომ ჩემი ქმარი იყო. რომ გითხრათ ძალიან მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება მქონდა-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ რაც მქონდა, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება.პირველად ვიტყვი ახლა, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მე კითხვა დამისვეს – არის თუ არა შეყვარებული მაია ასათიანი და მე მოგატყუეთ. ახლა ვარ გულწრფელი, ახლა ნამდვილად არ ვცრუობ, შეყვარებული არ ვარ. მაშინ ვიყავი შეყვარებული, მაგრამ არ მინდოდა ამაზე საუბარი და ვიცრუე.
არის ამბები, რომელიც ადრე თუ გვიან მთავრდება. ეს იყო სქელტანიანი წიგნი, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დახურულიყო და დავხურე…დიდხანს, წლების განმავლობაში გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა… როცა მისვამენ კითხვას, რატომ ვარ შეცვლილი ვიზუალურად, ამის დამსახურებაც არის. ახლა უფრო მომწონს სარკეში საკუთარი თავი. არის ისტორიები ცხოვრებაში, რომელიც უნდა დამთავრდეს. და როცა მთავრდება, აღმოაჩენ, რომ ახლა ბევრად კარგად ხარ, ვიდრე მაშინ, როცა ეს ამბავი ხდებოდა… აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ერთს დავამატებ მხოლოდ, რვა წელიწადი ვიყავით ერთად..მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოდან წასულიყო, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავრჩენილიყავი იქ, სადაც არის ჩემი საქმე. დღემდე ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.ჩემი ცხოვრება ვარჩიე, სხვის ცხოვრებას,” – დასძინა ტელეწამყვანმა “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში.

FB კომენტარები

კომენტარი