რატომ დაარტყა ბრედ პიტმა ხელი ანჯელინა ჯოლის – ანჯელინა მისი და ბრედ პიტის ურთიერთობის შესახებ

362
SHARE

ანჯელინა ჯოლის შემოქმედებით საქმიანობაში სიახლეა. რამდენიმე დღეში მისი რეჟისორობით გადაღებული ფილმი „ლაჟვარდოვანი სანაპირო“ კინოეკრანებზე გამოვა. ფილმში მთავარ როლებს თავად ანჯელინა და მისი ქმარი, მსახიობი ბრედ პიტი ასრულებენ. ფილმი ოჯახური ცხოვრების კრიზისზეა.
ფილმის გადაღებები ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ქორწილიდან მესამე დღეს დაიწყო.
„ჩვენ რომ ამ ფილმზე მუშაობა ჩვენს დაქორწინებამდე დაგვეწყო, ეს ჩვენთვის კატასტროფა იქნებოდა. მუშაობის პროცესში ძალიან განვიცდიდით და რთული იყო. დღემდე ბოლომდე ვერ გავიაზრეთ, რომ ეს ყველაზე საუკეთესო თაფლობის თვე იყო, ფილმის მთავარი გზავნილი სწორედ ისაა, რომ რაც უნდა მოხდეს, დარჩით ერთად“,- განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ.
ფილმში არის სცენა, სადაც ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის ურტყამს.
„ძალიან უცნაურია, მაგრამ მე თავად დავწერე ეს სცენა. თავადვე მომიხდა ბრედისთვის ახსნა, როგორ უნდა დაერტყა ჩემთვის. ეს კოშმარი იყო“,- აღნიშნა მსახიობმა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჯოლის განცხადებით, ქორწინებამ მისი და პიტის ურთიერთობაში ბევრი ვერაფერი შეცვალა.
„ჩვენ უკვე ქორწინებამდეც გვყავდა ბავშვები. ეს უფრო ძლიერი კავშირია, ვიდრე ქორწინება. იმ დღეს, როდესაც ბრედმა ოფიციალურად იშვილა ზახარი და მედოკი, მაშინ მე ვუთხარი ჩემს თავს – რაც უნდა მოხდეს, მე მთელი ცხოვრება ვალში ვარ მასთან“, – აღნიშნა ჯოლიმ.

Comments

comments