რატომ დააკავეს იუნა შაფათავას ჩოგბურთელი და მესაზღვრეებმა

126
SHARE

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი,  სოფია შაფათავა ისრაელში მესაზღვრეებმა დააკავეს. ამის შესახებ თავად ჩოგბურთელი სოციალურ ქსელში წერს:
“მინდა, დავწერო პოსტი იმიტომ, რომ დიდი ხანია, მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენ საზღვარზე აბსოლუტურად ყველას უპრობლემოდ ვატარებთ საქართველოში და ჩვენ ყველგან გვასაზიზღრებენ…
მივიჩნევ, რომ უსამართლობაა, ყველგან ვიზას რომ ვაკეთებთ და ჩვენთან დასეირნობს ყველა სურვილისამებრ.
გუშინ ჩამოვედი ისრაელში
პროფესიონალი სპორტსმენი. ჩამოვფრინდი შეჯიბრზე, მოგებული შეჯიბრის შემდეგ.
ოფიციალური მოწვევით, სასტუმროთი  უკანა ბილეთით, ხარჯთაღრიცხვით.
6 საათით დამსვეს საზღვარზე.
წაიღეს ჩემი პასპორტი, არც არაფერი მითხრეს – რატომ, არც რისთვის. ჩამაგდეს ამოხუთულ ოთახში, არანაირი საკვები ან დასალევი. წყალიც კი არა…
6 საათის მერე ჩვეულებრივი კრიმინალივით დამკითხეს. ისე დამაკავეს გეგონება ამწამს ვიყავი “სროკზე”.
მადლობა ჩემს მეწყვილეს, ემილის, რომელმაც ჩემთან გაათენა და, უბრალოდ, პრინციპის გამო არ დამტოვა მარტო და ჩემთან იწვალა, როდესაც შეეძლო, 2 წუთში გასულიყო  იმიტომ, რომ ბრიტანელია და, რა თქმა უნდა, ჩვენგან განსხვავებით ადამიანებივით ექცევიან. მაგრამ დარჩა, იმიტომ რომ ისე გამაჩერებს გეგონება “კოკაინი” გამქონდა. და ძალიან ინერვიულა.
ახლა შეკითხვა  ამდენი მგზავრობის შემდეგ, ყველანაირი საბუთითა და დასტურით, რომ არ მჭირდება არც აქ დარჩენა და არც არაფერი, 6 დღით ვარ სულ.
ჩვეულებრივ ტურისტს ქართველებს რას უშვებიან.
და რატომ, უბრალოდ რატომ ჩვენ ყველას ვუშვებთ ქვეყანაში შეკითხვას გარეშე.
ამას არ ჰქვია უვიზო რეჟიმი, ამას ჰქვია დამცირება, ჯობს, ისევ ვიზა დააბრუნონ”, – წერს ჩოგბურთელი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ  სოფიო შაფათავამ პორტუგალიაში  წყვილთა შორის ჩემპიონობა მოიპოვა. ამის შემდეგ კი თამაში მას ისრაელში უწევდა.

FB კომენტარები

კომენტარი