რატომ ბლოკავენ ცნობილი რადიოსადგურები მაიკლ ჯექსონის სიმღერებს

48
SHARE

კანადის სამმა წამყვანმა რადიო არხმა საეთერო ბადიდან მაიკლ ჯექსონის სიმღერები ამოიღო. პოპის მეფის მუსიკის გაშვებაზე უარი თქვეს ფრანკოფონურმა CKOI და Rythme, ასევე ინგლისურენოვანმა არხმა The Beat.
როგორც ირკვევა, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ტელევიზიით გასული დოკუმენტური ფილმი გახდა, რომელშიც მუსიკოსს არასრულწლოვნების გარყვნაში დასდეს ბრალი.
ფილმი ტელეარხ HBO -ს ეთერში გავიდა და მას „ნევერლენდის დატოვებისას“ ჰქვია. ფილმი უედი რობსონის და ჯეიმს სეფჩაკის ინტერვიუებს ეყრდნობა. ისინი აცხადებენ, რომ პოპ-მუსიკის მეფეს მათთან სექსუალური ურთიერთობა მაშინ ჰქონდა, როდესაც ისინი არასრულწლოვნები იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ წლების წინ ისინი არ აღიარებდნენ მსგავს ფაქტებს და მომღერალს იცავდნენ.
ცოტა ხნის წინ, ახალი დოკუმენტური ფილმის „თრეილერის“ გასვლის შემდეგ, ჯექსონის ოჯახმა HBO-ს წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა.

FB კომენტარები

კომენტარი