რატომ აჩუქეს 20 ლარი ქართველმა ჟურნალისტებმა ოდესელ სტუმრებს – „გესტუმრებით ოდესაში, როცა ის იდიოტი იქ არ იქნებაო“

89
SHARE

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი ბათუმში მომხდარ ფაქტს იხსენებს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

„ასეთი მხიარული, ლამაზი და უცნაური ამბავი გადაგვხდა, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ლამაზ ქალაქ ბათუმში. გუშინ ბათუმში, საღამოს ვახშმობის შემდეგ, მე და მეგობრებმა გასეირნება ღამის 12 საათზე გადავწყვიტეთ, ბათუმის ერთ-ერთი უბნის სილამაზით ტკბობაში ვიყავით, როცა მოულოდნელად უცხოელები შემოგვხვდნენ, ცოლ-ქმარი იყო, თავის ორ გოგონას და მეგობარ მამაკაცთან ერთად. მათ ეტყობოდათ, რაღაცას შეწუხებული თვალებით ეძებდნენ.

ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა ჰკითხა, რა გაგჭირვებიათო. გახარებული უცხოელი, რუსულ ენაზე დაგველაპარაკა და გვითხრა, -ახლახან, ოდესიდან ბათუმში პატარა გემით “პარომით” ჩამოვედი, ოჯახთან და მეგობართან ერთად, ცხოვრებითაც გემზე ვცხოვრობთ. მინდა გადავახურდავო დოლარი და ლარებით ბავშვებს „კოკა-კოლა“ მაინც ვუყიდო, მაგრამ ვერ ვახერხებ, ვერსად ვიპოვე ბანკი, ან გადასახურდავებელი პუნქტიო…

ჩემმა მეგობარმა უპასუხა, მეც სტუმრად ვარ და არ ვიცი ამ ქალქში სად რა მიგასწავლოთო. ამასობაში კი, ყველამ ერთდროულად საფულესკენ წავიღეთ ხელი და ოდესელმაც 10- დოლარიანი მოიმარჯვა, იფიქრა მეშველა და დამიხურდავებენო. ჩემმა მეგობარმა კატეგორიული უარი უთხრა, რას ბრძანებთ, კი არ გიხურდავებთ, გაძლევთ 20 ლარიანს ქართული სტუმართმოყვარეობის გამო და ძალიან გთხოვთ ბავშვებს წყალი მაინც უყიდეთ ჩემს სახელზე და ხვალ, როცა გათენდება, თავადვე მიხვდებით, რომ ამ ქალაქში ჩამოსვლა ღირდაო.

უცხოელს ეს საქციელი, ძალიან გაუკვირდა, ძალიან გაუხარდა და გახარებული, ღიმილიანი სახით სიხარულს ვერ მალავდა. მან, როგორც იქნა, მიიღო ქართველისგან კეთილი გულით გაკეთებული სიკეთე და უცებ ეუბნება ჩემს მეგობარს, ძალიან გთხოვთ, მითხარით, ვინ ხართ, ფეისბუქში მაინც დაგიმეგობროთო. ცოტა ხანიც და ტელეფონების მეშვეობით შეძლეს დამეგობრება. ბოლოს, კვლავ გამოხატა მადლიერება და ჩემს დაქალს უთხრა, სოციალურ ქსელში უკვე დაგიმეგობრე და გულით გეპატიჟებით ოდესაში, მინდა პატივი გცეთო. ჩემმა მეგობარმა კი სხარტად უპასუხა, -კი, აუცილებლად გესტუმრებით ოდესაში, როცა ის იდიოტი იქ არ იქნებაო. ატყდა სიცილ-ხარხარი და ერთმა ლამაზმა ოდესელმა ოჯახმა, ხუმრობაზე ხუმრობითვე გვიპასუხა, – ღმერთმა გისმინოთ, ლამაზო ქალბატონო, ეს მალე მოხდესო. ასეთი მხიარული და ლამაზი ამბავი გადაგვხდა, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ლამაზ ქალაქ ბათუმში“, – წერს ლიპარტელიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი