რატომ აშიმშილებს დედა ერთადერთ შვილს – სასულიერო პირის ემოციური პოსტი: “ქალმა გაცოფებამდე მიმიყვანა!“

152
SHARE

დღეს ერთმა ქალმა პირდაპირ გაცოფებამდე მიმიყვანა! მას ერთი შვილი ჰყავს და ეს ქალი მას უმოწყალოდ სცემს – ამის შესახებ არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სასულიერო პირი აღნიშნავს, დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი ეშმაკეულია და საკუთარ შვილს აშიმშილებს, ვითომდა იმისთვის, რომ მისგან ეშმაკი განიდევნოს.

„დღეს ერთმა ქალმა პირდაპირ გაცოფებამდე მიმიყვანა! მას ერთი შვილი ჰყავს და ეს ქალი მას უმოწყალოდ სცემს. შიშისაგან საბრალო პატარა ერთიანად კანკალებს, ვეღარ ლაპარაკობს და ნერვული შეტევა ეწყება. „ის ეშმაკეულია!“ ამტკიცებს დედა და საკუთარ შვილს აშიმშილებს, ვითომდა იმისთვის, რომ მისგან ეშმაკი განიდევნოს. „საჭმელს არ ვაძლევ, რომ უწმინდური სულისაგან გათავისუფლდეს,“_ განმიმარტა მე. ვეუბნები: „ერთი მომისმინე, შენ თავი თუ გადგას მხრებზე? ბავშვს საჭმელი მიეცი და შეეცადე, ის უწმინდური სულები განდევნო, თვით შენში რომ მოკალათებულან. შენ ხარ საკუთარი შვილის ასე დამახინჯების მიზეზი“, –წერს არქიმანდრიტი და წმიდა პაისი მთაწმინდელის შემდეგ სიტყვებს ციტირებს: “ ბავშვში ეშმაკი არ არის, იმიტომ კანკალებს, რომ შენი ეშინია“.

Comments

comments