რატომ აღშფოთდნენ ადამიანები ქეთი პერის ახალი ფეხსაცმლის გამო (ფოტო)

156
SHARE

 

ბრენდმა „Katy Perry Collections“-ი თავისი ვებგვერდიდან იმ ფეხსაცმლის ფოტოები წაშალა, რომელმაც, საზოგადოების ნაწილში, აღშფოთება გამოიწვია. რამდენიმე ცნობილმა ვებმარკეტმა(Dillard’s and Walmart -მაც) თავისი გვერდებიდან ამ ფეხსაცმლის ამსახველი მონაცემები უკვე ამოიღო. ვარსკვლავ ქეთი პერის კომპანიის მიერ შექმნილმა ფეხსაცმელებმა მართლაც არაერთგვაროვანი ასოციაციები გააჩინა.
„მოკასინის“ სტილის აღნიშნული ფეხსაცმელი შავ ფერში იყო გადაწყვეტილი და მასზე ადამიანის სახე იყო გამოსახული. ის შავკანიანი ადამიანის სახეს წააგავს და სწორედ ეს გახდა სკანდალის მიზეზი. თუმცა, ასეთი ფეხსაცმელები შექმნილი იყო ცხრა სხვადასხვა ფერში. როგორც შემქმნელები ამბობენ, ეს გამოსახულება თანამედროვე ხელოვნებასა და სიურეალიმზს ეხმიანებოდა. „მოკასინებზე“ გამოსახულ სახეს ლურჯი თვალები, ოქროსფერი ცხვირი და კაშკაშა, წითელი ტუჩები ჰქონდა. მომღერლის სახელით, ქეთი პერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის ძალიან შეწუხდა, როცა გაიგო, ადამიანებში ამ ნაწარმმა არასასიამოვნო ასოციაციები გააჩინა და რომ კომპანიის მიზანი ვინმესთვის გულისტკენა არ ყოფილა.

FB კომენტარები

კომენტარი