რატომ არ მოსწონს ჯგუფური სექსი პამელა ანდერსონს

296
SHARE

ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი პამელა ანდერსონი აღიარებს, რომ ჯგუფური სექსის ცუდი გამოცდილება აქვს. ამის შესახებ მან გამოცემა Dazed-ს მოუყვა. „მე არასოდეს მქონია კარგი სექსი ორ ან მეტ ადამიანთან. მაგრამ ყველას თავისი არჩევანი აქვს”, – აღნიშნა მსახიობმა. ანდერსონმა დაამატა, რომ ყველა მისი საყვარელი ძალიან ეჭვიანი იყო. თუმცა, ერთ-ერთ მათგანს სურდა, რომ პამელას სხვა ქალთან ჰქონოდა სექსი, ხოლო მას ამისთვის უნდა ეყურებინა. „ხანდახან ეს მაცდუნებლად ჟღერს“, – ამატებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ვარსკვლავი.

ამასთანავე, ანდერსონი ამბობს, რომ ძალიან რომანტიული ქალია და არ მოსწონს სექსი სიყვარულის და ვალდებულებების გარეშე. მან ჟურნალისტს იმის შესახებაც უამბო, რომ არაერთი პოლიგამიურული ურთიერთობის შემსწრე გამხდარა. ის იცნობს ქალს, რომელიც ცხოვრობს ქმართან და საყვარელთან ერთად და ასეთ ოჯახში შვილების გაზრდაც კარგად შეძლო.

FB კომენტარები

კომენტარი