რატომ არ გავიდა ეთერში “ფარული კონვერტი”, რომლის სტუმარიც გურამ შეროზია იყო – “საშინელებებს მოგიყვებით ჩემს ცოლზე”

538
SHARE

გასულ ორშაბათს გადაცემა “ფარული კონვერტი”, რომლის სტუმარიც ბლოგერი გურამ შეროზია გახლდათ, ეთერში არ გავიდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გადაცემის ანონსი საკმაოდ სკანდალური იყო. როგორც ანონსიდან ირკვევა, ბლოგერი საუბრობს ცოლსა და მამაკაცთან ურთიერთობაზე.
“ფარული კონვერტის” “ფეისბუქგვერდზე” კი გავრცელდა განცხადება, რომ გადაცემა ეთერში არ გავიდა, თუმცა ამის მიზეზს არ აკონკრეტებენ და უახლოეს მომავალში დაანონსდება ზუსტი თარიღი.
“გადაცემა გურამ შეროზიას მონაწილეობით ეთერში არ გასულა. უახლოეს მომავალში დაანონსდება ზუსტი თარიღი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამის შემდეგ “ფარული კონვერტის” ფეისბუქ გვერდზე დაწერეს, რომ გადაცემა ეთერში ორშაბათს 13 მაისს გავა.

FB კომენტარები

კომენტარი