რატომ არის ქათმის კვერცხის გულის შეფერილობები განსხვავებული და როდის არის ის არაჯანსაღი

108
SHARE

ქათმის კვერცხის გულის ფერთა გრადაცია ღია ყვითლიდან-მუქ ნარინჯისფრამდე იცვლება, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რას ჭამს ქათამი კვერცხის დადებამდე.
თუ ქათამი დიდი რაოდენობით ხორბლით იკვებება, კვერცხის გული ღია ყვითელია,
ხოლო თუ კვება სიმინდითა და იონჯითაა დაბალანსებული – კვერცხის გული მუქი შეფერილობისაა. ეს განპირობებულია სიმინდსა და იონჯაში შემავალი მოყვითალო-მონარინჯისფრო პიგმენტ კაროტინით, რომელიც ცხოველთა ღვიძლში A ვიტამინად გარდაიქმნება.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი გავლენას არ ახდენს პროდუქტის კვებით მნიშვნელობასა და გემოვნურ თვისებებზე. კვერცხის გული შეიცავს: A, D, E და K ვიტამინებს, მიუხედავად მათი ფერისა.
როგორც ინტერნეტგამოცემა Tips and Tricks-ი მეცნიერებზე დაყრდნობით წერს, ქათმის კვერცხის გულის შესახებ აქამდე განსხვავებული მოსაზრებები დიდი ხნის განმავლობაში იყო გავრცელებული, რომლის მიხედვითაც:
კვერცხის გულის, შედარებით, მუქი შეფერილობა, სიმტკიცე და სიმრგვალე ქათმის ბედნიერებაზე მეტყველებს, ანუ ქათამს ჰქონდა თავისუფლება, დიდი სივრცე გადასაადგილებლად, მრავალფეროვანი და კარგი საკვები.
რაც შეეხება კვერცხის ღია შეფერილობის გულს – ეს ქათმის “არაჯანსაღი ცხოვრების სტილზე” მიუთითებს.

FB კომენტარები

კომენტარი