რატომ არის კიტრის უხვად მიღება კარგი

128
SHARE

1 ) იცავს თავის ტვინს – კიტრი შიეიცავს ფლავონ ფიზეტინს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს თავის ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.ფიზეტინი არა მხოლოდ აუმჯობესებს მეხსიერებას და იცავს ნერვულ უჯრედებს (ნეირონებს) ასაკოვანი ცვლილებებისგან, არამედ ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მოწმობს, რომ კიტრი ებრძვის მეხსიერებისა და დასწავლის პროცესთა გაუარესებას,რაც განსაკუთრებულად მძაფრად ვლინდება ალცაიმერის დაავადების დროს.

2) ამცირებს სიმსივნური პათოლოგიის აღმოცენების რისკს – კიტრში შედის პოლიფენოლები, რომელთაც ლიგნანებს უწოდებენ. ესენია:პინორეზიონოლი ლარიცირეზინოლი და სეკოიზოლარიცირეზინოლი, რომლებიც ამცირებენ მკერდის,საკვერცხეებისა და პროსტატის სიმსივნური დაავადებების აღმოცნების რისკს.

3)ეხმარება ორგანიზმს ანთებით პროცესებთან ბრძოლაში – განსაკუთრებულ ნივთიერებათა შემცველობის წყალობით, კიტრი ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს.ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის ნივთიერებები,რომლებიც ანეიტრალებენ ანთების გამომწვევ ენზიმებს(მათ შორის ციკლოოქსიგენაზა -2-ს).

4) მდიდარია ანტიოქსიდანტებით – კიტრში უხვადაა ანტიოქსიდანტები,მათ შორის C ვიტამინი და ბეტა-კაროტინი.გარდა ამისა, კიტრი მდიდარია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ფლავონებით,როგორებიცაა კვერცეტინი,აპიგენინი, ლუთეოლინი და კემპფეროლი. აღნიშნულ ნივთიერებებს სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვთ.მაგალითად,კვერცეტინი ანტიოქსიდანტია,რომელიც იმავდროულად, აფერხებს ჰისტამინის გამოთავისუფლებას. შესაბამისად, ამ ნივთიერებებით გაჯერებული პროდუქტები ანტიჰისტამინურ საშუალებებად გვევლინება. კემპფეროლი კი,გარდა იმისა ,რომ ამცირებს სიმსივნურ დაავადებების რისკს, აფერხებს გულის ქრონიკული პათოლოგიების განვითარებას.
საუბრის დასასრული

FB კომენტარები

კომენტარი