რატომ არის გაზიანი სასმელი მავნებელი და უნდა დავლიოთ თუ არა “გაზგასული “ბორჯომი” – სპეციალისტის რჩევები

82
SHARE

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში გაზიან სასმელთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს, თუ რატომ არის მსგავსი ტიპის სასმელები ორგანიზმისთვის მავნე:

“ზოგიერთი სამედიცინო მითის გამო, ადამიანები არასაჭირო ქმედებებს აკეთებენ. ამის ერთერთი მაგალითია გაზიანი სასმელებიდან გაზის მოცილების პროცედურა, რადგან საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითი არის ის, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით ხშირად ამბობენ ამას ჰეპატიტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციენტები და სვამენ გაზგასულ სასმელს. „გაზგასული “ბორჯომი“, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის ერთერთი მემკვიდრეობაა.

საქმე ისაა, რომ გაზიანი სასმელების მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ – სასმლის შემადგენლობაში. რეალურად, როდესაც ექიმები გაზიანი სასმელებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, გულისხმობენ ამ სასმელებში შაქრისა და ქიმიური დანამატების მავნე ზემოქმედებას და არა – ბუშტუკების, რომელთა მავნებლობა არაფრით  არის გამოხატული.

შეიძლება, გაზის ბუშტუკები მექანიკურად გაბერვის შეგრძნებას იწვევდეს, მაგრამ ამას ჯანმრთელობისთვის რაიმე საზიანო შედეგები, ფაქტობრივად, არ აქვს. არსებობს მოსაზრებები, მაგალითად, გაზიანი სასმელების კბილების მინანქარზე მავნე ზემოქმედების შესახებ, თუმცა ესეც მხოლოდ შაქრის შემცველობით აიხსნება და არა – გაზის.

ხშირად ადამიანები სვამენ არა გაზიან, არამედ – შაქრისშემცველ სხვა სითხეებს, რადგან ჰგონიათ, რომ თუ სასმელი გაზიანი არ არის, შესაბამისად, არ არის მავნე. ცხადია, ამას არავითარი მნიშვნელობა  აქვს და ის შაქარი და ქიმიური დანამატები, რომლებიც შეიძლება, იყოს არაგაზიან სასმელებშიც, ისევე არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, როგორც – გაზიანი სასმელები”, – წერს ბუწაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი