რატომ ამოიღო ბრიტანულმა მაღაზიამ დემნა გვასალიას ჰუდი გაყიდვიდან

233
SHARE

ბრიტანულმა მაღაზია Harrods-მა გაყიდვიდან ამოიღო ჰუდები, რომლებსაც რუსულ ენაზე გინება აწერია. ცნობილია, რომ ეს ჰუდი დემნა გვასალიას Vetements-ის კოლექციიდანაა, რომელიც ქართულ თემატიკას ეძღვნებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია The Sun-მა გაავრცელა.
ჰუდი წარწერით иди на х** 680 ფუნტ სტერლინგად იყიდებოდა (დაახ, 2,363 ლარი).
მაღაზიის მომხმარებლებმა აღნიშნულ ჰუდზე საჩივრების წერა დაიწყეს, რის შედეგადაც თანამშრომლებმა ის
გაყიდვიდან ამოიღეს.

FB კომენტარები

კომენტარი