რატომ ადანაშაულებს რონალდუ მადრიდის “რეალის“ მწვრთნელს საკუთარ პრობლემებში

43
SHARE

საფეხბურთო კლუბ “იუვენტუსის” თავდამსხმელი – კრიშტიანუ რონალდუ თვლის, რომ მისი ბოლოდროინდელი წარუმატებლობების მიზეზი მადრიდის “რეალი”, კონკრეტულად კი აღნიშნული საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესია. ამის შესახებ იტალიური გამოცემა “La Reppublica” წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, რონალდუს პერესთან ურთიერთობა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაუფუჭდა, როცა ფეხბურთელს საგადასახადო სამსახურთან პრობლემები შეექმნა და პერესი მას გვერდით არ დაუდგა.
აღსანიშნავია, რომ “რეალიდან” წასვლის შემდეგ, რონალდუს არაერთი წარუმატებლობა დაატყდა თავს – მან გასული წლის უეფას საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ლუკა მოდრიჩთან წააგო. უცხოური გამოცემები მაშინვე წერდნენ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ამას პერესს აბრალებდა, კონკრეტულად კი თვლიდა, რომ პერესმა “უეფას” ხელმძღვანელობაზე ზეწოლა განახორციელა, რათა არჩევანი ხორვატი ფეხბურთელის სასარგებლოდ გაკეთებულიყო.
დიდი მითქმა-მოთქმა გამოწვია ამერიკელი ქალბატონის განცხადებამაც, რომელმაც რონალდუ მის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, სკანდალმა რონალდუს სპონსორებთან შეუქმნა პრობლემები.

Comments

comments