რატომაა მერლინ მონროს ფოტო ქუთაისის სასაფლაოზე გამოკრული – „მაინც მკვდარია და…“

257
SHARE

ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოს შესასვლელთან, ადმინისტრაციის შენობის კედელზე მერლინ მონროს პორტრეტია გაკრული.
ადგილზე მყოფები განმარტავენ, რომ მსახიობის სურათი ერთგვარი ნიმუშია იმის, თუ როგორი პორტრეტები მზადდება გარდაცვლილთა საფლავებისთვის.
“ადრე ანჯელინა ჯოლის და მისი ქმრის სურათი იყო გაკრული, მაგრამ ცოცხლები არიან და უხერხულია, ამიტომ მონროთი ჩავანაცვლეთ, მაინც მკვდარია,” – განმარტავენ საფიჩხიის სასაფლაოზე მყოფი პირები.
მათივე თქმით, მსახიობთა პორტრეტების ნიმუშის სახით გამოფენა, იმ მხატვრის იდეაა, ვინც საფიჩხიის სასაფლაოზე გარდაცვლილთა პორტრეტებს ხატავს.

ფოტო: „ქუთაისი პოსტი“
წყარო: „მოამბე“

FB კომენტარები

კომენტარი