რატომაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საკუთარი დანიშნულების შეგრძნება

128
SHARE

ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი დანიშნულების შეგრძნება, გაცილებით დიდხანს ცხოვრობენ და ნაკლებად ავადდებიან გულსისხლძარღვთა დაავადებებით. აღნიშნული დასკვნა 136 000 ადამიანზე დაკვირვების შედეგად გაკეთდა. კვლევის მონაწილეები, ძირითადად, ამერიკიდან და იაპონიიდან იყვნენ.
ამერიკის მოსახლეობას ჰკითხეს, გრძნობენ თუ არა ისინი თავს სხვებისთვის მნიშვნელოვნად, რამდენად შეუძლიათ მიზნის დასახვა და რას ფიქრობენ გავლილ ცხოვრებაზე. იაპონიაში კი მეცნიერებმა რესპოდენტებს ე.წ. “იკიგაის” (ცხოვრების არსი) შესახებ ჰკითხეს.რესპოდენტებზე, რომელთა საშუალო ასაკი 67 წელი იყო, დაკვირვება 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 2 000 მათგანი გარდაცვლილია.
კარგი “იკიგაისა” და მიზნობრივი დანიშნულების შეგრძნების მაღალი მაჩვენებლის მქონე რესპოდენტებში სიკვდილიანობა ერთი მეხუთედით დაბალი აღმოჩნდა.

FB კომენტარები

კომენტარი