რატი გომართელს საზოგადოების დახმარება სჭირდება!

271
SHARE

რატი გომართელს ჩვენი დახმარება სჭირდება! – ამის შესახებ ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“რატის, რომელიც 1-ლი ჯგუფის ინვალიდია, 20 წელია აქვს ძალიან რთულად სამართავი ინსულინდამოკიდებული დიაბეტი. ამ ავადმყოფობის ფონზე განუვითარდა თირკმლის უკმარისობა და უკვე 6 თვეა დიალიზზეა. ასევე, სრულიად შემთხვევით გამოუვლინდა ფილტვის ტუბერკულოზი და ცე ჰეპატიტის არააქტიური ფორმა. ტუბერკულოზი უკვე ნამკურნალებია და მორჩენილი აქვს, მაგრამ ხანგრძლივი დიალიზი, დიდი ალბათობით, ისევ გაააქტიურებს მას. ცე ჰეპატიტის მკურნალობა ამ ავადმყოფობების ფონზე კი შეუძლებელია. ექიმების რეკომენდაციით, რატის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზა სასწრაფო ოპერაცია, ორმაგი ტრანსპლანტაციაა – თირკმლისა და პანკრეასის ერთდროული გადანერგვა. პანკრეასის გადანერგვა გვამური დონორიდან საქართველოში არ კეთდება, უცხოეთში კი მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეობაა აუცილებელი. ამიტომ, ორივე ორგანოს დონორი, ჩემი და რატის დედა, ნინო ერქომაიშვილი იქნება, დედამ უკვე ჩაიტარა აუცილებელი გამოკვლევები და მზადაა საოპერაციოდ მაგრამ ცოცხალი დონორიდან პანკრეასის ტრანსპლანტაციის ჩატარება მხოლოდ შვეიცარიაში, ქ. ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალშია შესაძლებელი. ოპერაციის, მასთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო კვლევის და ოპერაციის შემდგომი პერიოდის სამედიცინო ხარჯები შეადგენს დაახლოებით 130 ათას ამერიკულ დოლარს, მაგრამ ოპერაციის სირთულისა და სპეციფიკის გამო, ოპერაციის შემდეგ, აუცილებელია 3თვე მაინც იყოს ტრანსპლანტოლოგთა ჯგუფის დაკვირვების ქვეშ და იქვე ჩაიტაროს კვლევები და პირველი ეტაპის იმუნოსუპრესიის მკურნალობის კურსი, რაც ასევე სასიცოცხლოდ აუცილებელია გადანერგილი ორგანოების შესანარჩუნებლად. ამიტომ, ოპერაციის პერიოდის გარდა, სავარუდოდ, 3 თვის გატარება მოუწევს ჟენევაში, რაც კიდევ უფრო გაზრდის არსებულ ბიუჯეტს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის ჩატარების გარეშე რატის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, აღნიშნული თანხა ოჯახისათვის მიუწვდომელია, მიუხედავად მათი მცდელობისა, გაეყიდათ უძრავი ქონება. სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიღებული დაფინანსება შეუსაბამოდ მცირეა, რეალურ საჭიროებასთან შედარებით. დახმარება აუცილებელია!”- ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია; საქართველოს ბანკი
GE 44 BG 000 000 076 050 0000

FB კომენტარები

კომენტარი