რას ჰყვება აღაიანში მოკლული ჩვილის მამა არასრულწლოვან ცოლთან ურთიერთობაზე (ვიდეო)

306
SHARE

მოკლული 7 თვის ჩვილის მამა ტრაგედიის ღამეს იხსენებს და  ამბობს, რომ მეუღლე ეჭვიანობის მიზეზს აძლევდა, თუმცა ვერ ხსნის, რატომ ჩაიდინა არასრულწლოვანმა დედამ შემზარავი დანაშაული.

მიხეილ დვალიშვილის თქმით, მას სახლის აივანზე ეძინა, როცა, დაახლოებით, ღამის 12-ის ნახევრისთვის მეუღლემ მას ოთახში შესვლა და დაძინება სთხოვა, დაახლოებით, დილის 6-ის ნახევარზე კი შვილი გარდაცვლილი ნახა, ხოლო მეუღლე სახლში აღარ იყო.

როგორც დვალიშვილი იხსენებს, მისი არასრულწოვანი ცოლი მუდმივად მესიჯობდა, SMS შეტყობინებების შინაარსს კი უმალავდა, რაც მათ შორის გაუგებრობის მიზეზი იყო.

არასრულწლოვანს ბრალი გუშინ წაუყენეს. მის ინტერესებს სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.

21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. მამა ამბობს, რომ ამ დროს ბავშვის დედა სახლში უკვე აღარ იყო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

წყარო: imedinews.ge

FB კომენტარები

კომენტარი