რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია დავით გარეჯზე, ამერიკასა და რუსეთზე

234
SHARE

“ერდოღანს დიდი გავლენა აქვს აზერბაიჯანზე, მის პრეზიდენტ ალიევზე და დავით გარეჯის საკითხში საქართველოს მხარეს დაიჭერს აუცილებლად”, – ამის შესახებ ლელა კაკულია სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს.

“2019 წელი, 31 ოქტომბერი, 19:10 სთ ვხედავ ძალიან მნიშვნელოვანს: საქართველოს პრემიერ−მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. ერდოღანს დიდი გავლენა აქვს აზერბაიჯანზე, მის პრეზიდენტ ალიევზე და დავით გარეჯის საკითხში საქართველოს მხარეს დაიჭერს აუცილებლად. საბოლოოდ კი დავითგარეჯის თემას ამერიკა საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტს, აზერბაიჯანს, ასე ვთქვათ, ჩაუკაკუნებს ძალიან მაგრად”, წერს კაკულია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მისი წინასწარმეტყველება იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატები რუსეთს დაანახებს, შავი ზღვა მარტო მათი რომ არ არის.

“მნიშვნელოვანია ისიც, რაც მე წარსულში ვიწინასწარმეტყველე, რომ ამერიკული გემები შავ ზღვაში შემოვლენ და აღარ გავლენ−მეთქი. დღეს სწორედ ეს მომენტი დგება. შეერთებული შტატები რუსეთს დაანახებს, რომ შავი ზღვა მარტო მათი არ არის. ეს არის უდიდესი შემაკავებელი ძალა იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, რომელსაც გარკვეული იდეები აწუხებს, ომი არ დაიწყოს საქართველოსთან!”,- წერს ლელა კაკულია.

FB კომენტარები

კომენტარი