რას წერს ქეთა თოფურია გუფის 18 წლის საყვარელს

2246
SHARE

რუსული მედიის ცნობით, რეპერი გუფი აგრძელებს ქსელურ ომს 18 წლის საყვარელთან, იანა შევცოვასთან. ამჯერად მუსიკოსმა იანასa და თავისი ყოფილი შეყვარებულის ქეთა თოფურიას შორის მიმოწერა გაასაჯაროვა.
გამოქვეყნებული სკრინშოტიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქეთამ არამარტო იცოდა გუფის ღალატის თაობაზე, არამედ ბოლომდე ცდილობდა მის დაცვას. მომღერალმა სთხოვა შევცოვას არ გამოექვეყნებინა თავისი მიმოწერა გუფისთან.
„იანა, მე ყველაფერი მშვენივრად ვიცი. დამიჯერე. უბრალოდ გთხოვ, ეს ყველაფერი არ გაასაჯაროვო.“-წერს სავარაუდოდ ქეთა თოფურია. მანამდე კი გუფმა „ინსტაგრამზე“ ლაივ რეჟიმი ჩართო და თქვა, რომ იანა მას რაღაც კომპრომატების გამოდებით ემუქრება, რაც სისულელეა. გუფი ასევე სთხოვს თოფურიას, რომ მისცეს უფლება ეს პატარა „პრობლემა“ თავად მოაგვაროს.
როგორც ცნობილია ქეთამ გუფთან განშორების შესახებ ინფორმაცია 21 ნოემბერს დაადასტურა. 32 წლის ქეთა და 39 წლის რეპერი ერთად ორ წელზე მეტ ხანს იყვნენ.
განშორების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ ეს სწორედ გუფის 18 წლის „გულშემატკივარ“ იანა შევცოვას უკავშირდება. როგორც შევცოვა აცხადებს, მათი სიყვარული ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ის 16 წლის იყო. იანა პრესასთან ყვებოდა, რომ გუფი ქეთასთან ურთიერთობით უკმაყოფილო იყო და „წუწუნებდა“. როგორც ჩანს ამ „წუწუნის“ შედეგი კი მათ შორის დაუცველი სექსი გახდა, რომლის შემდეგაც შევცოვას თქმით, ის დაორსულდა, თუმცა როდესაც მიხვდა, რომ გუფი მასთან სერიოზულ ურთიერთობას არ აპირებდა, განაცხადა, რომ აბორტი გაიკეთა.
რეპერი გუფი კი ამჟამად ამბობს, რომ იმდენად იყო იანას საქციელის გამო გამწარებული, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პოპულარულ თოქშოუშიც აპირებდა მისვლას იმისთვის, რომ სიმართლე მოეყოლა, თუმცა მას უფროსმა მეგობრებმა გადააფიქრებინეს.

Comments

comments