რას წერს მოკლული პოლიციელის დედა: ბექა, სად ხარ…

64
SHARE

მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის დედამ შვილის სიკვდილის შესახებ საზღვარგარეთ შეიტყო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. „მითხარით თუ დავიღუპე, ბექა, სად ხარ“, – წერს ირმა ზანდარაშვილი. 4 აპრილს, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

11096903_466601820154784_1663296714_n

FB კომენტარები

კომენტარი