რას წერს ბორჯომის სტიქიის მონაწილე, რომელმაც რამდენიმე ადამიანი გადაარჩინა

77
SHARE

ბორჯომში სტიქიამ შენობების სარდაფები, პირველი სართულები, ეზოები და ცენტრალური ქუჩები დააზარალა. მოძრაობა შეწყვეტილი იყო ქალაქის რამდენიმე უბნის მიმართულებით. სტიქიის ერთ-ერთი მონაწილე კოტე ინაშვილი, რომელმაც სტიქიის ღამეს 5 ბავშვისა და რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შეძლო, ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

“ბორჯომი 2016“ არცერთი ვიდეოს აღებას და არც კომენტარების წაშლას არ ვაპირებ! არსებობს მომენტი, როდესაც ვერც რჩევას და ვერც დახმარებას ვერ უწევ ადამიანებს. გარეთ წარღვნაა, შენობაში ხაფანგი, გადარჩენის ინსტიქტზე ხარ და სწორედაც ინსტიქტებით მოქმედებ. ბორჯომი პატარა ქალაქია, აქ – PSP აფთიაქი, პოლიცია და სამაშველო სამსახური გვერდიგვერდაა და შველას დროულად ველოდით (სამწუხაროდ, დიახ, 50 წუთი).

აფთიაქის კარი ღია რომ დარჩენილიყო, ხაფანგშიც აღარ მოვყვებოდით. ადამიანები ბევრს ვითხოვთ სხვისგან და ზედმეტად კრიტიკულები ვართ ასევე სხვის მიმართ. მხოლოდ ერთს ვიტყვი – ამ დღეს, 5 ბავშვი და რამდენიმე ადამიანი (ანუ, აფთიაქში მყოფი ყველა ადამიანი) ჩარაზული აფთიაქიდან სწორედ თქვენმა მონა-მორჩილმა გამოიყვანა, ესეც გაინტერესებთ, როგორ?: – ერთი დედა-შვილი, აფთიაქის “ფორთოჩკიდან” გავაძვრინე, შემდეგ, როგორც თქვენ მოითხოვთ, რომ საკუთარი შვილი მიმეტოვებინა და “ზღვაში გადავმხტარიყავი”, ასეც მოვიქეცი, ოღონდ – ჯერ ჩემი შვილი გავიყვანე სამშვიდობოს (ისიც “ფორთოჩკიდან” გავაძვრინე), დანარჩენს, ალბათ ის ადამიანები უკეთ მოგიყვებიან, ვისაც კადრში ხედავთ… მადლობა უფალს, ყველაფერი კარგად დამთავრდა… გმირები არ იბადებიან, გმირები – ხდებიან…”, – წერს კოტე ინაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი