რას წერდა პრეზიდენტი ქართველებზე – ამონარიდი წერილიდან, რომლის გამოც თოფაძემ მარგველაშვილი გააკრიტიკა

150
SHARE

 

სოციალურ ქსელში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფილოსოფიური წერილი “ნიჩურტა მე ქართველი ვარ” ვრცელდება, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტს თამაზ მეჭიაურმა ბრალდება წაუყენა. წერილი 2001 წელს დაიწერა, მაშინ, როდესაც მარგველაშვილი ქართული საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორის თანამდებობას იკავებდა.

“ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება… მაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო. დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება – აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა…”

“რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: “არა უშავს”, “მაპატიე, რა”, “არ მინდოდა” და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან… ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი… მაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი “ჟილკობით” იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს “ჟილკობა” დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე…”;
“მოკლედ, საქართველოს სახელმწიფო “პამპულობის” თამაშს ჰგავს: თუ წაგართმევენ ბურთს, შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართვი – სხვა. მაგრამ ბურთი არსად მიდის, იგი მოთამაშიდან მოთამაშესთან გადადის. დღეს შენ გაპამპულებს, ხვალ შენ გაქვს ბურთი. ხოლო თუ თამაშისას ერთმა მეორეს ფეხი წამოსდო, ეტყვის: მაპატიე რა, არ მინდოდა. და სხვებიც ეტყვიან: “არა უშავს, თამაშია, რა…” – ნათქვამია 2001 წელს გამოქვეყნებულ წერილში.

FB კომენტარები

კომენტარი