რას ყვება “ნიჭიერის” გამარჯვებული სააკაშვილზე – “ბინის ქირას დღემდე ისევ სანდრა გვიხდიდა”

71
SHARE

სიხარულისა და ტკივილის უცნაური მონაცვლეობა, ვიღაცამ ამას შეიძლება ბედისწერის თამაშიც უწოდოს, – ასე შეიძლება დაახასიათდეს თემო არაბიძის ცხოვრების 24 წელიწადი და გამარჯვება ტელეპროექტ “ნიჭიერში”.

მე უნივერსიტეტში ჩაბარება ვერ მოვასწარი, მაგრამ ჩემს და სტუდენტი იყო. როცა დედა მოგვიკვდა, ჩემი გულისთვის დაანება სწავლას თავი და მე მივლიდა, თანაც ოჯახს ბინის დაქირავების საშუალება არც გვქონდა. ბინის ქირას დღემდე ისევ სანდრა გვიხდიდა, ასე გააგრძელა ჩემმა დამ სწავლა და ახლა უკვე უნივერსიტეტს ამთავრებს.
– “ნიჭიერამდე” როგორ მიხვედი?
– დედა დამეხმარა. სულ მეუბნეოდა, შენ რომ სავარძელზე ხარ, ამით არაფერი იცვლება, იბრძოლეო. ავარიის შემდეგ რამდენიმე თვე ვიწექი საწოლზე და ამ დროს “ნიჭიერიც” დაიწყო. მაშინ გავიფიქრე, როგორც ვარ, ისე უნდა ვიცეკვო-მეთქი!
– და შენი მეწყვილე ქეთი ზაზანაშვილიც გამოჩნდა…
– დიახ. უსაყვარლესი გოგოა, ჩემთვის, ქეთიც უფლის წყალობა, ასეთი კარგი რომ არ იყოს, ალბათ გამარჯვებაც არ იქნებოდა.
– მიხეილ სააკაშვილთან გადაღებულმა ფოტომ ქართული ინეტერნეტსაიტები დაიპყრო, ლამის მის აგენტად გამოგაცხადეს…
– როცა პრეზიდენტობის ვადა გასდიოდა, დავურეკე, უნდა გნახოთ-მეთქი. მოდიო და მივედი. ფოტოც მაშინ გადავიღე. მე მიყვარს ეს ადამიანი.
– რას აპირებ ამ წარმატების შემდეგ?
– 28 000 ევრო უნდა როგორმე მოვაგროვო, ამდენი სჭირდება ისრაელში სარიაბილიტაციო კურსის გავლას, რის შემდეგაც ექიმები გადაწყვეტენ გამიკეთონ ოპერაცია, თუ – არა. თუ ოპერაცია გამიკეთეს, იმედს მაძლევენ, რომ ფეხზე დავდგები. დარწმუნებული ვარ, რომ უფალი თუ მოისურვებს, ყველაფერი იქნება.

წყარო: კვირის პალიტრა

FB კომენტარები

კომენტარი