რას ყვება ნინი ონიანი სალომე ჭაჭუაზე?.. „სხვების კაცებს თავი დაანებოსო”

340
SHARE

27 წლის ტელესახე ნინი ონიანი ჟურნალ „სარკესთან“ საუბარში მისი და გიორგი ვარდოსანიძის ურთიერთობაზე აგორებულ სკანდალს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან, რომელშიც ნინი გიორგისთან შეხვედრას და იმას იხსენებს, თუ როგორ განვითარდა მათი ურთიერთობა:
“ჩემმა მეგობარმა იმედა არაბულმა დამირეკა, გამოგივლი და ჩემს მეგობარ გოგოსთან ავიდეთ, გაგაცნობო. იმედა ჩემთან რომ მოდიოდა, თეატრში გიორგი შეხვედრია, უთქვამს, სადაც მივდიოდით და ისიც წამოვიდა. მარკეტში გავიარეთ, სასმელ-საჭმელი ვიყიდეთ და იმედას მეგობარ გოგოსთან ავედით. იქ ცოტა დავლიეთ და დავიშალეთ.
იმდენად გვესიამოვნა ერთმანეთთან ყოფნა, ხან პიკნიკზე წავედით და ხან – სად. არც მიფიქრია, რომ გიორგისთან ერთად გადაღებული ფოტო უნდა დამემალა. ცოლს ახალი გაშორებული იყო და თქვენთან ერთად გადაღებული ფოტოც რომ დაედო, იმაზეც იჭორავებდნენ. მას შემდეგ გადავწყვიტე, აღარანაირი ფოტო დამედო, რადგან ძალიან შევწუხდი.
გიორგის ოჯახის დანგრევაში თქვენ გადანაშაულებდნენ, ამაზე რა რეაქცია გქონდათ?
– რა თქმა უნდა, უხერხულად ვგრძნობდი თავს. როცა ამბობენ, ბოზია და ჩათლახიაო, რეაქცია არ მაქვს, მაგრამ ვიღაცის ოჯახის დანგრევაში რომ დამადანაშაულეს, კი არ გავბრაზდი, უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. გიორგის ყოფილი მეუღლე არასოდეს მინახავს, როდესაც გიორგი გავიცანი, უკვე ცალკე ცხოვრობდა. მთელი საქართველო ამბობდა, სხვების კაცებს თავი დაანებოსო. მდარე და მდაბიო რეაქციები იყო, რამაც ძალიან შემაწუხა.
– გიორგისთან არც ფლირტი გქონიათ?
– ლამაზი გოგო ვარ, გიორგი სიმპათიური ბიჭია, ორივენი მარტო ვიყავით და რატომ არ უნდა გავპრანჭოდი? ფლირტს მოჰყვა სწორედ, “თქვენი დედა ვატირეო”, რომ იძახეს. ბოლოს ისიც იკადრეს, რომ დაწერეს, ნინი ონიანს და გიორგი ვარდოსანიძეს კამერის წინ სექსი ჰქონდათო. გიორგის დავურეკე, რა ხდება, რამე არ მახსოვს, თუ რაშია საქმე-მეთქი, მითხრა, დაიკიდეო. გიორგიმ ცოლი რომ მოიყვანოს, ალბათ ჩემთან დაკავშირებით მაინც რაღაცას იტყვიან. რამდენ ტიპთან ერთად ვყოფილვარ კლუბში, ბარში, სახლში, ფოტოები დამიდია, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. კიდევ ვამბობ, ორი სასიამოვნო გარეგნობის ადამიანი ვართ, ალბათ ერთმანეთს მოვუხდით და ამის გამო უმეტესობამ გააფრინა.

წყარო: ჟურნალი “სარკე”

Comments

comments