რას ფიქრობს ნათია ფანჯიკიძე ქუსლიან ფეხსაცმელზე – უკვე ორჯერ ვცადე და კმაყოფილი ვარ

121
SHARE

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„ჩემმა საყვარელმა „ფრენდმა“ წამოწია გუშინ ქუსლიანი ფეხსაცმლის თემა, ოღონდ ესთეტიკის ჭრილში და გამახსენდა, რომ არ გამიზიარებია თქვენთვის ახალი, საკმაოდ ეფექტური ვარჯიშის შესახებ, რომელიც ტრენაჟორების არსიყვარულმა გამომაგონებინა, – გადავწყვიტე, კვირაში ერთი ან ორი დღე სისტემატურად ვიარო მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, ფეხის და ზურგის კუნთებს სხვანაირად ამუშავებს და ჭიმავს. უკვე ორჯერ ვცადე და კმაყოფილი ვარ, აშკარად უკეთ გავიმართე წელში. არ გაიმართები და შენი აჯობებს, ჩამოებრეხვები ანტრესოლიდან. 8-10 სანტიმეტრიანი ქუსლი არის ოქროს ვარჯიში.
რა თქმა უნდა, გამოცდილებას ზარმაცებს გიზიარებთ. ოლიმპიურ ჩემპიონებს კომენტარის დატოვებისას მოგიწოდებთ შემწყნარებლურობისა და თანაგრძნობისკენ“,- წერს ფანჯიკიძე.

FB კომენტარები

კომენტარი