რას სთავაზობენ მომხმარებლებს ქართული ინტიმური მომსახურეობის გვერდები

989
SHARE

 

რას სთავაზობენ მომხმარებლებს ქართული ინტიმური მომსახურეობის გვერდები. ფეისბუქზე სხვადასხვა სექსუალური შეთავაზებებით, არაერთი ასეთი “ფეიჯია” დარეგისტრირებული, სადაც განთავსებულია შიშველი ქალბატონების ფოტოები და ინტიმური შეთავაზებების ვრცელი ნუსხა.

აღნიშნულ ფაქტს მამაკაცებისგან უამრავი გამოხმაურება აქვს, მათი ძირითადი შეკითხვა კი ფასი და მომსახურეობის პირობებია.

როგორც გვერდებიდან მეშვეობით ირკვევა, ქალბატონთან ერთი ღამის მომსახურების ღირებულება 100 $ შეადგენს, ასევე ადმინისტრაცია კლიენტებს სადღესასწაულო დღეებში დაუვიწყარ საღამოს და ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.

ერთ-ერთი გვერდი მომხმარებლებს, სპეციალურად კიევიდან ჩამოყვანილ გოგოებსაც სთავაზობს, თუმცა საიტის ადმინისტრაცია მომსახურეობის გასამრჯელოს არ აკონკტერებს. როგორც ერთ-ერთი ინტიმური საიტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში წერს, “დასაქმების პერსპექტივა” 19 დან 45 წლამდე სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონებს ეძლევათ. სოციალურ ქსელში ინტიმური საიტების ადმინისტრაციას საკონტაქტო ტელეფონის ნომრებიც არის მითითებული, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად “კვირა+” -მა მათთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

Comments

comments