რას საქმიანობენ დღეს 2000-იანების ცნობილი მოდელები

103
SHARE

90-იანი წლე­ბი და 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე და რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ხალ­ხი უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბას ებ­რძო­და, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა ამ მძი­მე პე­რი­ოდ­შიც ცდი­ლობ­და თა­ვის წარ­მო­ჩე­ნას, ხში­რად ტარ­დე­ბო­და სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაც. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი იყო 90-იანი წლე­ბის მი­წუ­რუ­ლი, როცა ქარ­თულ პო­დი­უმ­ზე არა­ერ­თი უმ­შვე­ნი­ე­რე­სი მო­დე­ლი გა­მოჩ­ნდა. ბევ­რი მათ­გა­ნი დღემ­დე სა­მო­დე­ლო სფე­რო­შია, თუმ­ცა არი­ან სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­სუ­ლი­დან გვახ­სოვს, თუმ­ცა წლე­ბია მათი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და პო­დი­უმ­ზე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლან.
მო­დე­ლი ნინო შეყ­რი­ლა­ძე მა­ყუ­რე­ბელ­მა გა­და­ცე­მა „აე­რო­ბი­კით“ გა­იც­ნო, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი არ­ხის ეთერ­ში გა­დი­ო­და. მისი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რაც სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო. დღეს ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლია.

– მე ვი­ყა­ვი მხატ­ვრუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე, რო­დე­საც სკო­ლა­ში შე­ვე­დი და­ვი­წყე ტან­ვარ­ჯიშ­ზე სი­ა­რუ­ლი. პრო­ფე­სი­უ­ლად მივ­დევ­დი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას, აქე­დან მოვ­ხვდი გა­და­ცე­მა­ში „აე­რო­ბი­კა“. ერთ-ერთი რე­პე­ტი­ცი­ის დროს “ნა­ტა­ლის” დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ქალ­ბა­ტონ­მა ნატა სა­მა­და­ლაშ­ვილ­მა აღ­მო­მა­ჩი­ნა და მთხო­ვა სა­ა­გენ­ტო­ში მე­ცა­და ბედი. ჩემი პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა შედ­გა მაკა ასა­თი­ან­თან, რო­დე­საც მა­ღა­ზია გახ­სნა აბა­ში­ძე­ზე. ეს იყო პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა, სა­დაც პერ­სო­ნა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნე­რის ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მო­ვე­დი, მა­ნამ­დე კი ლა­გუ­ნა ვე­რე­ზე მო­წყო­ბილ პო­დი­უმ­ზე გა­მო­ვე­დი, სა­დაც სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მო­სის ჩვე­ნე­ბა იყო. ის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ფო­ტო­გა­და­ღე­ბე­ბი მე­ნატ­რე­ბა, პო­დი­უმ­ზე დგო­მა ნაკ­ლე­ბად, რად­გან ახლა ამის ასა­კიც არ მაქვს.
– დღეს რას საქ­მი­ა­ნობთ?
– მყავს ქა­ლიშ­ვი­ლი 4 თვის თა­მა­რი, მისი აღ­ზრდით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. ვმუ­შა­ობ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. ჩემი ლექ­ტო­რი იყო ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ უკ­ლე­ბა, როცა გა­მოც­და ჩა­ვა­ბა­რე, მკი­თხა, ხომ არ და­ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რით. 2004 წელს გა­ვი­ა­რე კონ­კურ­სი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და ამ­ჟა­მად ვარ გა­ე­როს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი.


სოფი ხუ­ბე­რაშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი იყო, რო­მელ­მაც ერთ-ერთი ჩვე­ნე­ბის­თვის თმა გა­და­ი­პარ­სა. ეგ­ზო­ტი­კუ­რი გა­რეგ­ნო­ბის მო­დე­ლი, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევ­და და მისი პლა­კა­ტე­ბი არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის კა­ბი­ნე­ტებ­შიც კი იყო გა­მოკ­რუ­ლი. სოფი დღეს ორი შვი­ლის დე­დაა და სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია აქვს.

– ჩემი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ და­ი­წყო, სკა­უტ­მა გა­მა­ჩე­რა ქუ­ჩა­ში და იქ გა­ვი­ა­რე სა­მო­დე­ლო საქ­მის შეს­წავ­ლა. რო­დე­საც გერ­მა­ნი­ი­დან დავ­ბრუნ­დი, მე­გო­ბარს გავ­ყე­ვი „მის გლო­ბუ­სის“ კას­ტინგზე, სა­დაც ვნა­ხე მაკა ასა­თი­ა­ნი და მან შე­მომ­თა­ვა­ზა მეც მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მის ჩვე­ნე­ბა­ში. ასე და­ი­წყო ჩემი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში. პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი ვინც თავი გა­და­ვი­პარ­სე გა­და­ღე­ბის­თვის და ეს ყვე­ლას მონ­ტა­ჟი ეგო­ნა.
ასე­ვე, მე მი­ვი­ღე პირ­ველ­მა მოწ­ვე­ვა „ელიტ მო­დელ ლუ­ქი­დან“, მაგ­რამ დედა და თბი­ლი­სი მინ­დო­და, ამი­ტომ არ წა­ვე­დი. ასე­ვე ორ­ჯერ გა­მო­ვე­დი ორ­სუ­ლი პო­დი­უმ­ზე. გოგა ნი­ქა­ბა­ძის და გი­ორ­გი შა­ღაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა­ზე მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რვა თვის ორ­სულ­მა.
ამ­ჟა­მად მაქვს სა­კუ­თა­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბებს ყი­დის. მე თვი­თონ ვა­კე­თებ ამ ყვე­ლა­ფერს, ისე­ვე რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი.


ლაშა ჯა­ფა­რი­ძე, პირ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი მო­დე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა დი­ზი­ა­ნე­რე­ბის ჩვე­ნე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

– 16 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მა­ღა­ზი­ა­ში შემ­ხვდა პირ­ვე­ლი ბილ­ბორ­დის გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეკა არჩვა­ძე და მირ­ჩია, სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში მე­ცა­და ბედი. ვერც გა­ვი­აზ­რე რას მე­უბ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მივ­ხვდი რომ გარ­თო­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო. ასე მოვ­ხვდი ქალ­ბა­ტონ ნა­ტა­ლი სა­მა­და­ლაშ­ვილ­თან. პირ­ვე­ლი კას­ტინ­გი ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ა­რე და მოვ­ხვდი კი­დეც სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში. ისე­ვე რო­გორც მა­შინ­დე­ლი თა­ო­ბის ყვე­ლა მო­დე­ლის, ჩემი პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბაც მაკა ასა­თი­ანს უკავ­შირ­დე­ბა. ამ ქალს ჰქონ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი უნა­რი, ზუს­ტად აღ­მო­ე­ჩი­ნა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო შო­უ­ებს აკე­თებ­და.
ის დრო ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა, მარ­თა­ლია ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი სხვა ბი­ჭე­ბიც ყო­ფი­ლიყ­ვნენ პო­დი­უმ­ზე…
მახ­სოვს, ნიუ-იორკში „პრა­დას“ ჩვე­ნე­ბის­თვის შერ­ჩე­ულ 25 სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კაც მო­დელს შო­რის მოვ­ხვდი, მარ­თა­ლია მე ვერ გა­ვი­აზ­რე მა­შინ, ეს რა წარ­მა­ტე­ბა იყო – ეს გახ­ლდათ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლის უნი­კა­ლუ­რი შან­სი, მაგ­რამ მოწ­ვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ორ­ჯერ მი­თხრეს უარი ვი­ზა­ზე. ჩვე­ნი თა­ო­ბა სულ სხვა თა­ო­ბა იყო, ეს გახ­ლდათ ნატა სა­მა­და­ლაშ­ვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა. ის ცდი­ლობ­და ჩვენს მიერ გა­დად­გმუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ბი­ჯი, სი­კე­თის მომ­ტა­ნი ყო­ფი­ლი­ყო ყვე­ლას­თვის.
– ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობთ?
– ახლა მყავს ოჯა­ხი. პა­ტა­რა ალექ­სან­დრე და მე­უღ­ლე ანი, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც მო­დე­ლია და არა­ერთ წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­გორც თბი­ლის­ში ასე­ვე, ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ. ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, მაქვს სა­უ­თა­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის კომ­პა­ნია, ასე­ვე ვარ ქას­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის მრჩე­ვე­ლი კი­ნოს და სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­სას.


თა­მუ­ნა გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი 90-იანი წლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­დე­ლია. ულა­მა­ზეს ქარ­თველ მო­დელს ხში­რად ადა­რებ­დნენ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს. თა­მუ­ნა მრა­ვა­ლი წე­ლია სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­შორ­და.

– სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი, ჩვენ დროს იყო კლუ­ბი „ბე­რი­კო­ნი“, სწო­რედ იქ აღ­მო­მა­ჩი­ნა ბა­ტონ­მა ზაზა ტყე­მა­ლა­ძემ – „ნა­ტა­ლის“ მე­ნე­ჯერ­მა და ასე მოვ­ხვდი სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში. ჩემი თა­ო­ბის გო­გო­ნე­ბი ოც­ნე­ბობ­დნენ მო­დე­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ მე ამა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა ის პე­რი­ო­დი, ჩემი ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო ეტა­პი, მაგ­რამ ჩავ­თვა­ლე რომ იქ აღარ იყო ჩემი ად­გი­ლი და სა­მო­დე­ლო სფე­რო­დან წა­მო­ვე­დი.
– ამ­ჟა­მად რას საქ­მი­ა­ნობთ?
– როცა გა­დავ­წყვი­ტე მო­დე­ლო­ბის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა და ახა­ლი თა­ო­ბის­თვის და­მეთ­მო ას­პა­რე­ზი, ვის­წავ­ლე სულ სხვა საქ­მე – 2013 წლი­დან ვმუ­შა­ობ “სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტა­ში”, IT დე­პარ­ტა­მენ­ტში. ხუთი წე­ლია უკვე ამ სფე­რო­ში ვარ და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეა ჩემ­თვის. სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, ჩემი მთა­ვა­რია საზ­რუ­ნა­ვია ჩემი ოჯა­ხი.


დაშა ფირ­სა­ნო­ვა 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში პირ­ვე­ლი მო­დე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­დან, რო­მე­ლიც ფრან­გულ­მა სა­ა­გენ­ტო „ფორდ მო­დელსმა“ მი­იწ­ვია. დაშა საფ­რან­გეთ­ში მო­დელ თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძეს­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რაც ჰქონ­და.

– ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი პო­დი­უმ­ზე სოფო ჭყო­ნი­ას უკავ­შირ­დე­ბა, მისი სა­ა­გენ­ტო „ამ­სას“ მო­დე­ლი ვი­ყა­ვი. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ფრან­გულ­მა სა­ა­გენ­ტო „ფორდ მო­დელსმა“ მიგ­ვიწ­ვია მე და თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძე საფ­რან­გეთ­ში. ათი წელი დავ­რჩი იქ და ვა­კე­თებ­დი ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს. ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი ტო­რონ­ტოს და ტო­კი­ოს სა­ა­გენ­ტო­ებ­თან. რო­დე­საც 28 წლის გავ­ხდი, მივ­ხვდი უკვე ოჯა­ხის შექ­მნის დრო იყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი.
– ახლა რას საქ­მი­ა­ნობთ?
– ახლა ფო­ტოგ­რა­ფი­ით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­ნამ მო­დე­ლო­ბას და­ვი­წყებ­დი ფო­ტოგ­რა­ფო­ბა მინ­დო­და, ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლის სა­ა­გენ­ტო­ში ვმუ­შა­ობ და მო­დე­ლე­ბის პორ­ტფო­ლი­ო­ებს ვამ­ზა­დებ. მყავს ოჯა­ხი.

წყარო:https://www.ambebi.ge

Comments

comments