რას საქმიანობენ და როგორ გამოიყურებიან სერიალ “კლონის” მსახიობები 19 წლის შემდეგ

76
SHARE

დებორა ფალაბელა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრაზილიელი მსახიობია, რომლის დებიუტიც 14 წლის ასაკში თეატრში შედგა. სერიალმა “კლონი” კი მას საყოველთაო აღიარება მოუტანა. 39 წლის მსახიობი, ამჟამად, ასევე მსახიობ მურილო ბელისიოს მეუღლეა, რომელიც სერიალ “კლონში” დებორას (მელისა) მამის როლს ასრულებდა.

დებორა ფალაბელა

ვერა ფიშერი

67 წლის მსახიობი ვერა ფიშერი სერიალ “კლონის” ერთ-ერთი გმირია. ფიშერი იყო, ასევე, მოდელიც. ის 1969 წელს “მის ბრაზილია” გახდა. ამის შემდეგ მან, ცოტახნით, თავი დაანება როგორც სამსახიობო, ასევე – სამოდელო კარიერას, ის ნარკოდამოკიდებული გახდა და რამდენიმე წელს მკურნალობდა.

ვერა ფიშერი

42 წლის ჯოვანა ანტონელი “კლონის” ყველაზე სკანდალური მსახიობი იყო. ის დღემდე აგრძელებს სამსახიობო კარიერას და საკმაოდ წარმატებულია. მსახიობს ორი შვილი ყავს. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ჯოვანის მეუღლე მურილო ბელისიო გახლდათ. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ, თუმცა, მათი ოჯახური ურთიერთობა მალევე დასრულდა.

ჯოვანა ანტონელი

მურილო ბელისიო – მსახიობს აღიარება სწორედ სერიალმა “კლონმა” მოუტანა. 42 წლის მურილიო ამბობს, რომ სცენაზე დგომის სურვილი ჩარლი ჩაპლინის ფილმების ნახვის შემდეგ გაუჩნდა. მას ძალიან ბევრი ჯილდო აქვს აღებული. მსახიობის პირველი ცოლი ალესანდრა ნეგრინი იყო, რომელთანაც მას ვაჟი ყავს. თუმცა, ურთიერთობა მალევე დაასრულეს. სწორედ ამის შემდეგ გაიცნო მან ჯოვანა, რომელთან ერთადაც სერიალ “კლონში” მთავარ როლს ასრულებდა. ამჟამად კი, ის ამავე სერიალის მსახიობთან, დებორა ფალაბელასთან ერთად ცხოვრობს.

მურილო ბელისიო

დანიელა ესკობარმა სამსახიობო კარიერას 16 წლის ასაკში დაიწყო. აღიარება კი სერიალმა “კლონმა” მოუტანა. 50 წლის მსახიობმა დაქორწინების შემდეგ სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა.

კარლა დიასი, სერიალის ყველაზე პატარა მსახიობი, ახლა 28 წლისაა. ის აქტიურად არის სამსახიობო კარიერაში და, ასევე, ბლოგერია.

კარლა დიასი

სერიალის ასევე პატარა მსახიობი, სტეფანი, ახლა 32 წლისაა. ის საკმაოდ წარმატებული მსახიობია.

სტეფანი

აღმოსავლური სილამაზის გოგონა ლეტიცია საბატელა (ლატიფა ) 48 წლისაა. ის დღეს ქველმოქმედებითაა დაკავებული.

ლეტიცია საბატელა

რეჟინალდო ფარეა 81 წლისაა. სერიალებსა და ფილმებში ის აღიარებული მსახიობია.

 რეჟინალდო ფარეა

FB კომენტარები

კომენტარი