რას მალავდა ცოლი ქმრისგან 40 წლის განმავლობაში

179
SHARE

ხდება ხოლმე, რომ 40 წელი ცხოვრობ ადამიანთან ერთად და არ იცი, რას მალავს შენგან. ამ წინადადების წაკითხვის შემდეგ თქვენ ალბათ წარუმატებელი ქორწინება წარმოიდგინეთ, მაგრამ თქვენ შეცდით.

როდესაც ბილი და კრის ბრესნანოვების ისტორიას წაიკითხავთ, მიხვდებით რომ სიყვარული ქორწინებაშიც კი არსებობს.

წყვილის ისტორია 1975 წელს დაიწყო. მათ ერთმანეთი ნახვისთანავე მოეწონათ და ერთმანეთი პულსის დაკარგვამდე შეუყვარდათ. მათ გადაწყვიტეს, შვებულება აეღოთ, რამდენიმე დღით ხმაურიან  ნიუ-იორკს გასცლოდნენ და სადმე, ბუნებაში განმარტოებულიყვნენ. ისინი ხუმრობდნენ, იცინოდნენ, ლაპარაკობდნენ საათობით, დროს უბრალოდ კარგად ატარებდნენ. მაშინ ბილმა ქალს ხელსახოცი გადასცა, რომელზეც ეწერა: „შენ ხარ ყველაზე კარგი, რაც კი ოდესმე ცხოვრებაში გადამხდენია. მიყვარხარ, ძვირფასო!“ – წერილის ბოლოს კი უსასრულობის ნიშანი ეწერა.

იმ დროიდან მოყოლებული ბილს ტრადიცია არ შეუცვლია და ყოველ დღე, 40 წლის განმავლობაში, ცოლს სასიყვარულო წერილს წერდა. ყოველ ჯერზე მამაკაცი ახალ-ახალ ლამაზ სიტყვებს პოულობდა, თუმცა ყველა წერილი ისევ და ისევ უსასრულობის ნიშნით მთავრდებოდა. ბილს ვერც კი წარმოედგინა, რომ კრისი მთელი ამ დროის განმავლობაში ყველა ამ წერილს ინახავდა. 40 წლის განმავლობაში სხვენზე სასიყვარულო წერილებით სავსე 25-მა ყუთმა მოიყარა თავი. ქორწინებიდან 40 წლის იუბილეზე კრისმა გადაწყვიტა, მეუღლისთვის თავისი პატარა საიდუმლო გაემხილა.

როდესაც მამაკაცმა ყუთები აღმოაჩინა და მათი გახსნა დაიწყო, თვალები ცრემლით აევსო, მან ემოციების შეკავება ვერ შეძლო. ბილმა და კრისმა მთელი საღამო წერილების კითხვაში გაატარეს. „ეს წერილები ჩვენი სიყვარულის მოწმეა“,- თქვა კრისმა.
და მაინც, სიყვარული არსებობს! ბილისა და კრისის ბედნიერი ქორწინების ამბის დევიზი ასეთი იყო: „სიყვარული ეს ხიდია, რომელიც აუცილებელია, ყოველ დღე ორივე მხარეს თავიდან გახსნა“.

1

4 2 3

FB კომენტარები

კომენტარი