რას იხსენებს ივლიტა ჯიბუტის მამა უბედური შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ

70
SHARE

სტიქიის დრო გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტია მამა, სტიქიიდან ერთი კვირის შემდეგ უბედური შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

“დაახლოებით 10 საათზე დაიწყო ძლიერი წვიმა. მე დავურეკე ჩემს სიძეს, რომ ბავშვებს არ შეშინებოდათ. იქ ჩემი გოგო და მისი მეგობრები იმყოფებოდნენ სამეცადინოდ. ბოლო გამოცდები ჰქონდათ. სიზემ მითხრა, რომ სახლში იყო და დავმშვიდდი.
– მანქანა სად გიყენია-მეთქი? – ცოტა ზემოთ დავაყენეო… დაახლოებით 00:00 საათი იქნებოდა დარეკა დათომ, რომ სახურავზე ვართო. იმხელა წყალია ვერ შევძლებთ გადმოსვლას და დაურეკე მაშველებსო.  მეც წავედი… სულ 15 წუთი დაგვაგვიანდა… ახლოს რომ მივედით დათო

მოდიოდა და ღრიალებდა… თმებით მეჭირა გოგოები, მაგრამ შემდეგ რაღაც დამეჯახა და წყალმა წაიღოო…
პირველი დარტყმა ჩემმა სახლმა მიიღო…
მე სამაშველო ჩემს მისამართზე გამოვიძახე, რომ მე წამეყვანა, რადგან ძნელი იყო მათთვის მისამართი ამეხსნა. ვერ ვიხსენებ რა დრო დაგვჭირდა ადგილზე მისვლამდე, მაგრამ ძნელი იყო იქ მიღწევა. გზამ დაგავაკარგვინა დიდი დრო… 10 წუთით ადრე რომ მივსულიყავით ალბათ ჩამოვიყვანდით სახურავიდან, რადგან სამაშველოს ბიჭები გეგმებს აწყობდნენ რომ ერთმენეთს უნდა გადავებათ თოკებით და ისე გამოვიყვანოთო… უბრალოდ დრო არ გვეყო…”

წყარო:http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი