რას ვერ იტანენ ზოდიაქოს ნიშნები – რას ვერ იტანს კირჩხიბი

219
SHARE

ალბათ გიფიქრიათ იმაზე თუ რა ან რატომ იწვევს თქვენში ყველაზე დიდ აგრესიას და გაღიზიანებას. იცით თუ არა, რომ ამგვარ ნიუანსებს, ადამიანში პლანეტარული განლაგება და კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანიც განაპირობებს? დღევანდელ სტატიაში დეტალურად გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინსტრუქციას იმის შესახებ რა არ უნდა მოიმოქმედოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანთან საიმისოდ რომ თავიდან აირიდოთ კონფლიქტები და გაუგებრობა:

მაშ ასე, რას ვერ იტანენ ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნები:

რას ვერ იტანს კირჩხიბი

საჩვენებელ მედიდურობას, ე.წ. “პერო” ადამიანებს – ჯობია იყო მდიდარი და სადა, ვიდრე ფუფალა ბუმბულებში.

დაულაგებელ სახლს, ქაოსს ოჯახში – ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა, ყველა მეოჯახე ჩემი ძმაა (დაა).

ზედმეტ გულახდილობას – არაფერში მჭირდება თქვენი საიდუმლოებები, სულ ერთია ჩემსას მაინც არ მოგიყვებით.

თხოვნას და წუწუნს – გინდა იყო კარგად, ჰოდა იყავი!

ადამიანებს, რომლებიც აიძულებენ რომ აჩქარდეს – კირჩხიბი ნელა გადაადგილდება და ყოველ ნაბიჯზე სიტუაციას ზვერავს, სადმე მტერი არ იყოს ჩასაფრებული, ამას ხომ დრო სჭირდება?

სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას – როგორც წესი, დაუგეგმავ ქმედებებს, პროგნოზირებადი წარუმატებლობა მოსდევს.

გადასწრებას ავტო-მაგისტრალზე – ვერ ვიტან მანევრირებას და არამხოლოდ საჭესთან!

უპასუხისმგებლობას – დამპირდი-შეასრულე! თუ არა და… დაისჯები.

სახალხოდ ემოციების აფიშირებას – რა თაობა მოდის კაცო! არაფერს ერიდებიან!

ხმამაღალ სიცილს – შენი კარგი განწყობით სხვას არ უნდა დაურღვიო მყუდროება, იქნებ მე სულაც არ მეცინება მოცემულ მომენტში?

წყარო: http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი