რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აპრილისთვის

392
SHARE

ვერძი
ამ დღეს ახლავს როგორც პოზიტიური, ისე – ნეგატიური ტენდენციები. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ახალი საქმეებისა და იდეებისთვის, თუმცა, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უნდა უამბოთ, რადგან, ამ შემთხვევაში, ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ. დღის მეორე ნახევარში საქმიანი შეხვედრები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ – სავარაუდოდ, ურთიერთობებში პრობლემები და გაუგებრობა გელით. ერიდეთ სარისკო მოქმედებებსა და დიდი ტანის შინაურ ცხოველებთან კონტაქტს. თავი შეიკავეთ ხორციანი კერძებისა და სპირტიანი სასმელების მიღებისგან.

კურო
მოსალოდნელია კონფლიქტი კოლეგებთან, ან ნათესავებთან. პასიური და ცვალებადი დღეა. ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. არსებობს შეცდომების, გაუგებრობისა და ინტოქსიკაციის საფრთხე. ახალი იდეები ნეგატიურ შედეგებს მოგიტანთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტი გარშემომყოფებთან და ყველა დანიშნული შეხვედრა გააუქმეთ. ეს დღე ტყუილებსა და ილუზიებს უკავშირდება. ამ დღის ნეგატიურ გავლენას მხოლოდ ზნეობრივი განწმენდითა და მოთმინებით გაანეიტრალებთ.

ტყუპები
ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. საქმიანი შეხვედრები და კონტაქტები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავეთ. მოსალოდნელია კონფლიქტი კოლეგებთან, ან შორეულ ნათესავებთან. გამორიცხეთ ახალი ნაცნობობა და ნებისმიერი სახის ურთიერთობა. ოჯახურ ურთიერთობებში ეცადეთ, წონასწორობა შეინარჩუნოთ და პარტნიორთან კონფლიქტს მშვიდად შეხედოთ.

კირჩხიბი
შესაძლოა, ოჯახის უფროს წევრებთან კონფლიქტი გელით. ეცადეთ, ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი მშვიდად შეხედოთ. ტაქტისა და მოთმინების წყალობით, სიტუაციის განეიტრალებას შეძლებთ. დღის ბოლოს ნერვიულობა გელით.

ლომი
რთული დღეა, ამიტომ ეცადეთ, მთელი დღე სახლში გაატაროთ. ბავშვებთან ურთიერთობა სულიერ შვებასა და ბედნიერებას მოგანიჭებთ. კარგი იქნება, თუ დღის პირველ ნახევარს სუფთა ჰაერზე გაატარებთ, საღამოს კი – ოჯახის წევრების, ან უახლოესი ადამიანების გარემოცვაში.

ქალწული
ნეგატიური დღეა. მზად იყავით სამსახურში მოსალოდნელი პრობლემებისთვის. საქმიანი შეხვედრები და კონტაქტები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. მოსალოდნელია უფროსთან კონფლიქტი. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, აღიარეთ საკუთარი შეცდომა და ყველაფერი მოგვარდება. ეცადეთ, საკუთარი მომხიბვლელობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოთ – ეს სამსახურში ვითარების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

სასწორი
ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ნელ-ნელა მცირდება. მოსალოდნელია უფროსსა და კოლეგებთან ურთიერთობის გაუარესება და მეგობრებთან პრობლემები. კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში ტაქტსა და მოთმინებას გამოიჩენთ.

მორიელი
აქტიური სამუშაო დღეა. ძალიან თუ მოინდომებთ, ნებისმიერ საქმეში უნიკალურ შედეგს მიაღწევთ. გარშემომყოფთა სიმპათიები თქვენ მხარესაა. როგორც უნიკალურ სპეციალისტს, ყველა პატივს გცემთ და გაფასებთ. ოცნების ასრულების შანსი გაქვთ, მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ.

მშვილდოსანი
ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. თქვენი ძალისხმევა სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. ეცადეთ, კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ. თქვენმა მიმნდობმა ხასიათმა შესაძლოა, უამრავი პრობლემა შეგიქმნათ.

თხის რქა
მზად იყავით სამსახურში პრობლემებისთვის. თქვენმა არასტანდარტულმა შეხედულებებმა და ექსცენტრიკულობამ შესაძლოა, უფროსის უკმაყოფილება და კოლეგების გაღიზიანება გამოიწვიოს. თავდაჯერებულობამ და არადისციპლინურობამ შეიძლება, ჩიხში შეგიყვანოთ.

მერწყული
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი ნელ-ნელა მცირდება. გამორიცხული არაა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები თქვენს მუშაობაზეც აისახოს. მოსალოდნელია უფროსსა და კოლეგებთან ურთიერთობაში პრობლემები. გაითვალისწინეთ, რომ ხორციელი ცდუნება უამრავ პრობლემას შეგიქმნით.

თევზები
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. ხელსაყრელი დღეა გარიგების დადებისა და მოლაპარაკებებისთვის. მოსალოდნელია სასიხარულო შეტყობინება, რომელიც გაგამხიარულებთ. თქვენი ოპტიმიზმი ახლობელ ადამიანებს გაამხნევებს, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან.

FB კომენტარები

კომენტარი