რას გეძახით შეყვარებული? მოფერებითი სახელების ფსიქოლოგია

257
SHARE

“პატარა”
ის ყურადღებიანი და მოსიყვარულეა. ფიქრობს, რომ მისი მზრუნველობა გჭირდებათ და ყველაფერი თქვენთვის უნდა.

“ძვირფასო”
ურთიერთობაში მისთვის მთავარია სანდოობა და საიმედოობა. გრძნობები მეორე ადგილზე.

სულელჩიკი, ბოთე და ა.შ.
– ეს კაცი ყველაფერს გაპატიებთ. იგი მზად არის ნებისმიერ სიტუაციაში დაგიდგეთ გვერდით და სიტუაცია აკონტროლოს..

“ზღარბუნა”
– იგი თქვენს ურთიერთობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ხანდახან თავშეუკავებლად იქცევა, მაგრამ სულის სიღრმეში ძალიან ეშინია თქვენი დაკარგვის.

“ჩემო სიცოცხლე, ჩემო ცხოვრება”

– პათოსი მას ძიებისკენ უბიძგებს და ყოველი შემთხვევისთვის გადაამოწმეთ სხვაგან სადმე სხვაგან სხვა ცხოვრებითაც ხომ არ ცხოვრობს და სხვა სიცოცხლეც ხომ არ ჰყავს.

“ბაჭია”
– იგი აზარტული ადამიანია და ხშირად გეთამაშებათ. არ მოგატყუოთ გარეგნული გამოხატულებით, სინამდვილეში ძალიან ეჭვიანია და სულ თვალს გადევნებთ.

“ფისო, ფისუნა”
მას მოსწონს ახლო და თბილი ურთიერთობები და სიტუაციის დაძაბვას მუდამ ერიდება.

“ჩემი ოქრო, ჩემი ბრილიანტი, ჩემი განძი”
– თქვენი პარტნიორი თქვენი ურთიერთობის მნიშვნელობისთვის ხაზგასმას ცდილობს და რეალურად უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე გრძნობს.

“ბეკეკო”
– იგი თქვენთან ძალიან დიდ სულიერ სიახლოვეს გრძნობს, მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ, თუნდაც ამას მთლად კარგად ვერ გამოხატავდეს.

“კნუტი”
– იგი თქვენ ძალიან ახლობლად გთვლით, უნდა რომ ეს კავშირი კიდევ უფრო გაამყაროს, რომ ენდობოდეთ და ცდილობს დაგიმტკიცოთ, რომ მისი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ.

“ბარტყი”
– იგი თქვენ გამო ნებისმიერ რისკზეა წამსვლელი.

“მელაკუდა”
– იგი მთელ თავის ყურადღებას თქვენ გითმობთ და იმავეს ითხოვს თქვენგანაც.

“მარმელადი, კანფეტი, შოკოლადი და ა.შ.”
– იგი ძალიან მესაკუთრეა და თქვენც მის საკუთრებად მიგიჩნევთ, ძალიან მარტივ, უბრალო ურთიერთობას გთავაზობთ თითქოს, მაგრამ რეალურად მთელ მის ცხოვრებას და დროს თქვენ იკავებთ…

“საყვარელო, სიყვარულო”
– იგი ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, სჩვევია ემოციური ამოფრქვევები და უეცარი გადაწყვეტილებები.

“დათუნია, დათუჩა”
– იგი მგრძნობიარეა, მაგრამ დაჩქარება არ უყვარს, თუმცა ყურადღებიანი და ფრთხილია და თქვენი დაკარგვა არ სურს.

,,ბუსუ, ბასუ, ბუსიკა, ბასუკა, ბაბუსიკა”
და ა.შ. – ძალიან ძლიერი გრძნობები აქვს და ზომიერების გრძნობა აკლია.

,,თაგუნია, ვირთხუნია, წრუწუნა..”
– მისი გრძნობები არავითარ ჩარჩოში არ ჯდება, თუნდაც ერთი შეხედვით ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს. ძალიან მოწებებულია თქვენზე, თუმცა ხან ძალიან თავზეხელაღებულივით იქცევა.

“პუსი, პასი, პუპსიკ და ა.შ.”
– იგი ურთიერთობაში ბოლომდე შემოსვლას ცდილობს, თუმცა შესაძლოა გრძნობების გარდა პრაქტიკული ინტერესებიც ჰქონდეს.

“თევზუკა”
– თქვენ უფრო საქმიანი კუთხით გააგრძელოთ ურთიერთობა სჯობს, თუ რომანტიკა გჭირდებათ, რადგან მას უფრო პრაქტიკული ინტერესები აქვთ, ვიდრე რომანტიკული.

პონჩიკი, დონატი, კრუასანი და ა.შ.
-ის მთელი ძალით ცდილობს თქვენი ყურადღების მიქცევას და სავარაუდო მეტოქეების ჩამოცილებას. მას სურს ახლო, ჰარმონიული ურთიერთობა და სიმშვიდე.

“ტკბილო, გემრიელო:
– იგი ცდილობს ემოციურ ადამიანად მოგაჩვენოთ თავი, თუმცა შინაგანად ძალიან მშვიდი და დაბალანსებულია.

“ჩემი მზე, ჩემი სინათლე, ჩემი მზის სხივი”
– იგი ძალიან დიდ სინაზეს და ცხოველ ინტერეს გრძნობს თქვენს მიმართ, მისთვის თქვენ ხართ შანსი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვას.

ვეფხვუნა, პანტერა, ავაზა, ბოკვერი.
– იგი თქვენს დამოუკიდებლობას პატივს სცემს, არასოდეს ეცდება თქვენს გადაკეთებას და თანასწორუფლებიან, სამართლიან კავშირს გთავაზობთ.

“ზაზუნა, ზღვის გოჭი და ა.შ”
– იგი იმპულსური ქმედებებისკენ არის მიდრეკილი და ამ ,,წამოვლებს“ აყოლილმა შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოს.

“წიწილა, ჭუკი, ჭუჭული”
– მას უყვარხართ, მაგრამ მთლად სერიოზულად არ აღგიქვამთ, გულის სიღრმეში მაინც უკან იხევს, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ კონტაქტზე გამოდის.

“მარწყვი”
– იგი დამოუკიდებელი ადამიანია და თავის პიროვნულ თავისუფლებას პატივს სცემს. მისთვის მთავარი საკუთარი თავია.

 

წყარო: presa.ge

FB კომენტარები

კომენტარი