რას აცხადებს სოფო ნიჟარაძე გვარამია-გაბუნიას შესაძლო დაპირისპირებაზე – ყველა გუნდის მწვრთნელს უნდა გამარჯვება

236
SHARE

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ პროექტი „იქს- ფაქტორი“ დატოვა.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. სკამების ეტაპის ჩაწერის დროს, გაბუნიას გუნდის დაკომპლექტებისას მასსა და ნიკა გვარამიას შორის კონფლიქტი მოხდა.
დაპირისპირების მიზეზი პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, მალიბუ აღმოჩნდა. ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „კვირა+“ სოფო ნიჟარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ გვარამია აქტიურად არის ჩართული პროექტში და არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. „ეს სიცრუეა, ნიკა გვარამია, რა თქმა უნდა, კვლავ ჩვენთანაა, ნიკა აქტიურად არის ჩართული პროექტში, ყველა გუნდის მწვრთნელს ძალიან უნდა გამარჯვება და მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „იქს-ფაქტორი“ ახლა იწყება, ნამდვილი შერკინება, რომელიც ძალიან დაძაბული იქნება. პროექტი ბევრ სურპრიზებს და ნამდვილ შოუს გპირდებათ“, – აღნიშნა „კვირა+“- თან საუბრისას სოფო ნიჟარაძემ.

FB კომენტარები

კომენტარი