რას აცხადებს ნინა სუბლატის დედა შვილის მისამართით გამოთქმულ ნეგატიურ განცხადებებზე

165
SHARE

“რა დიდი სირცხვილია!” – ასე შეაფასა მომღერალმა ნინა სუბლატმა “ევროვიზია 2015”-ის შედეგები.

საქართველოდან დიდი იმედებით წავიდა, რომ მსოფლიოს მებრძოლ ქართველ ქალს აჩვენებდა. იყო დიდი ოპტიმიზმი, ბევრი კომპლიმენტი, მოწონება, ევროვიზიის ყველაზე ლამაზ მონაწილედაც აღიარეს, მაგრამ “მებრძოლმა” ნინამ ევროპის გული ვერ მოინადირა. საქართველო ამ კონკურსზე წელს მე-11 ადგილზე გავიდა.

მთელ საქართველოსთან ერთად ნინას ყველაზე დიდი ქომაგი, რა თქმა უნდა, მისი ახალგაზრდა, 39 წლის დედა, ხატია სულაბერიძე იყო, რომელიც ერთადერთ შვილს თბილისიდან ადევნებდა თვალს. შედეგი, რითიც ევროვიზია დასრულდა, მისთვისაც სრული მოულოდნელობა იყო. ქალბატონი ხატია იმ უარყოფითმა კომენტარებმაც გააკვირვა, რომლებიც მისი შვილის მისამართით გამოითქვა ქართველებისგან. ჟურნალი “სარკე” ქალბატონ ხატიას ესაუბრა.

– ქალბატონო ხატია, ევროვიზიაზე ნინას გამარჯვებას თუ არა, ხუთეულში მოხვედრას მაინც პროგნოზირებდნენ, ძალიან ოპტიმისტური მოლოდინი გვქონდა. თქვენი აზრით, რა დააკლდა ნინას გამარჯვებამდე?
ეს შედეგი იყო სუფთა პოლიტიკური. საქართველო მსოფლიო პოლიტიკაში არ არსებობს და ეს ევროვიზიის ფინალით დამტკიცდა. ნინას ამ დრომდე ვერ დავუკავშირდი (ინტერვიუ ჩაწერილია 24 მაისს, ევროვიზიის ფინალის მეორე დღეს, ავტ.) მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაოგნებული იქნებოდა, რადგან მანამდე აბსოლუტურად სხვა პროგნოზები კეთდებოდა. ფინალის დღეს მისმა მეგობრებმა და ფანებმა მხარდასაჭერი საღამო გამართეს და ნინას ყველანი ერთად ვგულშემატკივრობდით. დიდი მოლოდინი იყო და იმედი მქონდა, რომ ის გაიმარჯვებდა, თუმცა ნინა ჩემთვის მაინც გამარჯვებულია, რადგან ფინალში გადავიდა და მთელი ევროპა მხარს უჭერდა.

– რას გეუბნებოდათ, როცა სცენაზე გადიოდა, ნერვიულობდა?
არა, პირიქით, აქეთ მამშვიდებდა, სანერვიულო არაფერია, დატკბით, ისიამოვნეთო. სცენაზე გასვლისას არასდროს ნერვიულობს, თავდაჯერებულია.

მის შესახებ გამოხმაურებებს, კომენტარებს თვალს ვადევნებდი. ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი იწერებოდა, თუმცა ნეგატიური შეფასებებიც იყო და ძალიან ცუდია, რომ ეს ქართველებისგან მოდიოდა. ეს არასწორად მიმაჩნია. შეიძლება ადამიანი შენს გემოვნებაში, სტილში არ ჯდებოდეს, მაგრამ ის საქართველოს წარადგენდა, შესაბამისად, კარგი იქნებოდა, რაღაცეებისგან თავის შეკავება.

– მისი სასცენო იმიჯი მოგეწონათ?
კი, ძალიან. მისი ჩაცმულობა ზუსტად იმ ხასიათში იჯდა, რაც იმღერა.

 

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი