რას აცხადებს მეპატრონე, რომელიც ქუთაისში საფლავს ყიდის

1997
SHARE

„სასწრაფოდ იყიდება საფლავი ქუთაისში” – ამ შინაარსის განცხადება სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ განთავსდა. თუმცა, განცხადებას სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.
„კვირა+“ ამ საკითხით დაინტერესდა და განცხადებაზე მითითებულ ნომერზე „ნინოს“ დაუკავშირდა.
გაირკვა, რომ და-ძმა ნინო და ზურა ქუთაისში ოთხადგილიან საფლავს 5000 ლარად ყიდიან.
ამასთან, როგორც ნინომ გვითხრა, ამჟამად საფლავი ცარიელია.
„ეს საფლავი ცარიელია. ადრე აქ მამაჩემი იყო დაკრძალული, მერე ბაბუა გარდაგვეცვალა და ბაღდათში დავკრძალეთ. 2008 წელს კი, მამაჩემი ქუთაისიდან ბაღდათში გადავასვენეთ და ბაბუის გვერდით დავკრძალეთ. კაპიტალურადაა გაკეთებული, იქვე მაგიდა და სკამებიცაა. 5000 ლარად ვყიდით, მაგრამ სურვილის შემთხვევაში დალაპარაკებაც შეიძლება“ – ამბობს ნინო.
სოციალურ ქსელში განცხადება დაახლოებით ერთი კვირის წინ განთავსდა. როგორც ნინო ამბობს, დედა საზღვარგარეთ სამუშაოდაა წასული და ეს განცხადებაც დედამ განათავსა. საკონტაქტო ნომრები კი შვილების მიუთითა.
ნინო ამბობს, რომ საფლავის ყიდვის სურვილით, რამდენიმე ადამიანი შეეხმიანა, თუმცა რეალური მყიდველი ჯერ არ ჩანს.

FB კომენტარები

კომენტარი