რას აცხადებს „აიისას“ დამფუძნებელი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

1102
SHARE

პრეზერვატივის მწარმოებელი კომპანიის „აიისას“ დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის 500 ლარით დაჯარიმებასა და პრეზერვატივებზე არსებული შეფუთვის გამოყენების აკრძალვას გულისხმობს, უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც ანანია გაჩეჩილაძემ „კვირა +“ თან საუბარში განაცხადა, ის აპირებს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.
„ეს არის უსამართლო, შესაბამისად უსაფუძვლო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას საპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, შესაბამისად, სანქციები ჯერჯერობით ვერ შევა ძალაში. ამასთან, ჩვენ მიგვაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და კანონის კონკრეტული მუხლის გაუქმებას ვითხოვთ, რადგან ვთვლით, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და წინააღმდეგობაში მოდის მასთან. ამასთან საკონსტიტუციო სასამართლოში ზოგადად, ამ საქმის, პროცესის შეჩერების შესახებ მოთხოვნასაც დავაყენებთ. აბსურდულია, ვიღაცის სუბიექტურმა აზრმა სამართლებრივი დავა გადაწყვიტოს და სწორედ ამ მიმართულების გაუქმებას ვითხოვთ. სუბიექტური აზრი ბიზნესის ბედის განმსაზღვრელი არ უნდა იყოს“- განუცხადა „კვირა +“ -ს ანანია გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, „აიისას“ დამფუძნებელი ანა გაჩეჩილაძე 500 ლარით დაჯარიმდა, ხოლო პრეზერვატივებზე არსებული შეფუთვის გამოყენება აეკრძალა, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა თავართქილაძის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ თბილისის მერიის საჩივარი დააკმაყოფილა. როგორც საჩივარში იყო აღნიშნული, პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკური იყო.
ცნობისთვის,”აიისას”-ს მფლობელის ანი გაჩეჩილაძის მიმართ, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 02 მაისს შედგა.
მერია მიიჩნევდა, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას.
თბილისის მერია პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმებას (500 ლარის ოდენობით) და მისთვის მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენების აკრძალვას მოითხოვდა.
შეგახსენებთ, შპს „აიისა“ – ს მიერ გამოშვებულ პრეზერვატივთა გარეკანზე გამოსახულია:
• ქართლის დედა – გარეკანზე აქვს წარწერა: „I DON’T WANT TO BE YOUR MOTHER“,(მე არ მინდა ვიყო შენი/თქვენი დედა)
• წმინდა თამარის (საქართველოს მეფის) კარიკატურული ნახატი, რომელსაც გარეკანზე აქვს წარწერა: „სამეფო კარი თამარში“;
• შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსნიდან აფორიზმი – „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“

FB კომენტარები

კომენტარი