რას ამბობს სალომე ჭაჭუა მისი და გიორგი გილიგაშვილის “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” გავარდნის შემდეგ

260
SHARE

ამ წყვილს ყვე­ლა ფი­ნალ­ში წარ­მო­იდ­გენ­და, თუმ­ცა ისი­ნი ფი­ნა­ლამ­დე ვერ მი­ვიდ­ნენ და მო­უ­ლოდ­ნე­ლად კონ­კურ­სის მიღ­მა აღ­მოჩ­დნენ. გიორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი­სა და სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას სტა­ბი­ლურ­მა და ეფექ­ტი­ან­მა წყვილ­მა “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი” ისე და­ტო­ვა, რომ აუტ­სა­ი­დერ­თა რი­გებ­ში ერთხე­ლაც არ ყო­ფი­ლა, რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა. გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა კო­მენ­ტა­რე­ბი­დან ჩანს, რომ ისი­ნი ასე უდ­რო­ოდ მათი პრო­ექ­ტი­დან გა­მო­თიშ­ვას არ ელოდ­ნენ…
ამ თე­მა­ზე სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ამ Ambebi.ge-სთან ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:
– ყვე­ლა­ფე­რი ლო­გი­კუ­რად მოხ­და. კონ­კურ­სი ვი­ღა­ცას ხომ უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და ეს წყვი­ლი ჩვენ აღ­მოვ­ჩნდით. რა თქმა უნდა, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გუ­ლის­ტკე­ნა გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ სა­გან­გა­შო იმა­ში არა­ფე­რია, რომ ჩვე­ნი წყვი­ლი პრო­ექტს გა­მო­ე­თი­შა. ეს ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია – რო­მე­ლი­მე ტურ­ში შე­იძ­ლე­ბო­და ეს მომ­ხდა­რი­ყო… კონ­კურ­სან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შო­უ­ში დარ­ჩნენ, დღეს ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში არი­ან და მა­ყუ­რე­ბელს კარ­გი სა­ნა­ხა­ო­ბა ელო­დე­ბა. საკ­მა­ოდ ძლი­ე­რე­ბი არი­ან, ჩვენ შო­რის ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია იყო… გულ­შე­მატ­კი­ვარს მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის, ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, გვერ­დში დგო­მის­თვის და თუნ­დაც ამ ემო­ცი­ე­ბის­თვის, რა­საც ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ხა­ტა­ვენ.
– ზო­გი­ერთს მი­აჩ­ნია, რომ თქვე­ნი პრო­ექ­ტი­დან წას­ვლა რა­ღაც შიდა ინ­ტრი­გას უკავ­შირ­დე­ბა…

– რო­დე­საც “ლა­ი­ვი” მთავ­რდე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი ქულა (ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბა, ესე­მე­სე­ბი, ყვე­ლაფ­რის ჯამი) ქვეყ­ნდე­ბა. ამი­ტომ, მა­ყუ­რებ­ლის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ეჭვი უსა­ფუძ­ვლოა. ვი­მე­ო­რებ, რო­მე­ლი­მე წყვილს კონ­კურ­სი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და ეს წყვი­ლი ჩვენ აღ­მოვ­ჩნდით.

– რო­გორ შეხ­ვდა გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი და­მარ­ცხე­ბას?

– ახ­ლან­დე­ლი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არ ვიცი, მაგ­რამ გუ­შინ ძა­ლი­ან კარ­გად იყო, ნორ­მა­ლუ­რად. ჯან­სა­ღად შეხ­ვდა და­მარ­ცხე­ბას, რად­გან და­მარ­ცხე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა მე­გობ­რე­ბი არი­ან.

– ცუ­დია, რომ “ჩვე­ნი მზე” და­მარ­ცხდა…

– ასეც ხდე­ბა. პირ­ვე­ლი წელი ხომ არ არის, რაც ეს კონ­კურ­სი ტარ­დე­ბა?! ამ სე­ზონ­ზე ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ პირ­ვე­ლი­ვე ტუ­რი­დან ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. არც ერთი დად­გმა არ ჰგავ­და მე­ო­რეს, თი­თო­ე­უ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რა­მაც თა­ვი­სი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის” ის­ტო­რი­ა­ში. ყვე­ლა­ფერს ხომ თა­ვი­სი ნიშა აქვს. ამით მარ­თლა კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

– მარ­თა­ლია, წელს პი­რა­დად შენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ­ტის­ტუ­ლი იყა­ვი, რი­თაც სრუ­ლი­ად ახა­ლი ფერი შეს­ძი­ნე შენს სა­ო­ცარ შე­მოქ­მე­დე­ბას…

– დიდი მად­ლო­ბა თქვენ და კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა მკი­თხველს, მა­ყუ­რე­ბელს, გულ­შე­მატ­კი­ვარს.

FB კომენტარები

კომენტარი