რას ამბობს მორიგ ვიდეომიმართვაში მამაკაცი, რომელსაც სვანებმა ბოდიში მოახდევინეს ცოტა ხნის წინ

353
SHARE

მამაკაცმა, რომელმაც სვანური კოშკების ფონზე შიშველი ფოტო გადაიღო, კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სვანებთან კონფლიქტი უარყო.
“სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც მე სვანური კოშკების ფონზე ნახევრად შიშველი ვდგავარ. ამასთან დაკავშირებით შემხვდა ახალგაზრდა მამაკაცი სვანეთიდან, რომელმაც მითხრა, რომ ეს სურათი ბევრისთვის მიუღებელი იყო. მე ჩემი მხრიდან ავუხსენი, რომ ამ სურათით არ მინდოდა ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ გადაგვეღო ვიდეო, სადაც ბოდიში მოვუხადე ყველა ადამიანს, რომელმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ჩვენი საუბარი შედგა მეგობრულ გარემოში, არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. ნუ დაუჯერებთ სოციალურ მედიას, რომელიც ყველაფერს აზვიადებს და სათაურებში წერს ძალიან ხმამაღალ სიტყვებს. არაფერი ყოფილა ჩვენ შორის ისეთი, რის გამოც შეიძლება დიდი ამბავი ატყდეს. დიდი ქაოსი შეიქმნა ამ ყველაფრით. გთხოვთ, ვიყოთ ადეკვატურები და საღი გონებით შევხედოთ ყველაფერს. გავუზიაროთ სიყვარული ერთმანეთს, ისედაც ფერმკრთალი ფერებია ჩვენს ცხოვრებაში,”- ამბობს ფოტოს ავტორი ვიდეო მიმართვაში.

FB კომენტარები

კომენტარი