რას ამბობს თქვენი დაბადების თვე თქვენს სექსუალურ და სასიყვარულო ცხოვრებაზე

1425
SHARE

ცნობილი ასტროლოგი სიუზი კერი რაიტი განმარტავს, რომ ადამიანის დაბადების თვე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის სექსუალურ და ზოგადად, სასიყვარულო ცხოვრებას.

იანვარი: ამ თვეში დაბადებულები უფრო კონსერვატიულები არიან სასიყვარულო ურთიერთობებში, მაგრამ როგორც კი ვინმე მოეწონებათ, ისინი ჯიუტად ცდილობენ მიზნის მიღწევას. ნოემბერში დაბადებული ადამიანების მსგავსად, საწოლში საკმაოდ თამამები და „ცელქები“ არიან.

თებერვალი: თებერვლის ადამიანები – ავანტიურისტები. მათში ბევრი ვნებაა, მაგრამ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოთ მათში ამ ვნების გასაღვიძებლად. მუდმივად კონცენტრირებულები არიან დიდ საქმეებზე და ნამდვილად უნდა შეეცადოთ, აიძულოთ ისინი, ემოციურად გაითიშონ. ეს არ ნიშნავს, რომ მათთან ემოციურ კავშირს ვერ შეძლებთ, მაგრამ ამისთვის მზად უნდა იყოთ.

მარტი: ამ თვეში დაბადებულებს ძალიან უყვართ საწოლში დროის ტარება. სიყვარული მათთვის ძალიან ინტენსიურია, რადგან პარტნიორს ყველაფერს აძლევენ, რაც აქვთ და ხშირად სიყვარულს სულიერი კავშირის ახალ სიმაღლეებზე აყენებენ.

აპრილი: თუკი აპრილში ხართ დაბადებული, თქვენ ძალიან დამოუკიდებელი პიროვნება ხართ, ამიტომ, როდესაც სასიყვარულო ურთიერთობას იწყებთ, მზად ხართ, პარტნიორს მთლიანად მიუძღვნათ საკუთარი თავი. სექსში ინტენსიური, მაგრამ ძალიან ვნებიანი ხართ, რადგან თქვენ პლანეტა მარსი გმართავთ, თუმცა, როგორც კი სასიყვარულო ურთიერთობას შეწყვეტთ, თქვენთვის ლამის ცხოვრება დასრულდეს. თქვენი ვნება უდიდესია, მაგრამ ხშირად გღლიან ადამიანები.

მაისი: გიყვართ, როდესაც საყვარელი, მგრძნობიარე და თბილი ხართ. მოგწონთ და გაბედნიერებთ სასიყვარულო აქტი. სექსი ატლასის თეთრეულზე გიზიდავთ. გირჩევნიათ, ინტიმური ოთახი მიმზიდველად იყოს გაფორმებული და თუ ეს ასე არ არის, მზად ხართ უარი თქვათ სექსზე.

ივნისი: ივნისში დაბადებულებს სურთ, ყოველი პოზიცია მზის ქვეშ მოსინჯონ, რადგან საკმაოდ ცნობისმოყვარეები არიან და ყველაფერი აინტერესებთ. ნაკლებად ინტენსიურები არიან, თებერვალში დაბადებულებისგან განსხვავებით, მაგრამ ვნება მათში მაინც დიდი დოზითაა.

ივლისი:
ივლისში დაბადებულს ინტიმური ურთიერთობა, ძირითადად, იმ ადამიანთან აქვს, ვისთანაც ემოციურ სიახლოვეს გრძნობს. ის საწოლში ძალიან ყურადღებიანია. ყოველთვის სურს, დარწმუნებული იყოს, რომ მისი საყვარელი ადამიანი მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს, ამიტომ მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რასაც პარტნიორი მისგან ელოდება.

აგვისტო: ძალიან ეგოისტი ხართ, თუმცა, ამავე დროს, ძალიან კეთილი. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენს პარტნიორს ყველაფერი აქვს. არ მოგწონთ, როდესაც გეუბნებიან, რა უნდა გააკეთოთ საძინებელში, რადგან ეს თქვენს ეგოზე დამანგრევლად მოქმედებს.

სექტემბერი: ძალიან ვნებიანი ხართ, მაგრამ ყოველთვის აკონტროლებთ საკუთარ ემოციებს, რადგან, როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, დიდი დრო გჭირდებათ პარტნიორის მოსადუნებლად. სასიყვარულო ურთიერთობას ძნელად იწყებთ, მაგრამ, თუკი ემოციური კომპონენტი გაქვთ, თქვენთვის შეუძლებელი არაფერია.

ოქტომბერი: ამ თვეში დაბადებულები რომანტიკულ, ვნებიან სურათს ხატავენ და წინასწარ აფრთხილებენ პარტნიორს, როგორ იქნება ყველაფერი და როგორ იგრძნობენ თავს. ამის შემდეგ კი თანდათანობით დაიწყებენ მოქმედებას და მიზნების განხორციელებას. ვნებების ნაკლებობას განიცდიან, მაგრამ ამის კომპენსირებას საწოლში მაინც ახერხებენ.

ნოემბერი: ნოემბერში დაბადებული ადამიანები – ეს არის მარტივი განმარტება, რას ნიშნავს ვნებიანი სიყვარული. ისინი სრულად უნდა ფლობდნენ საკუთარ პარტნიორს და იცოდნენ, რომ პარტნიორიც გიჟდება მასზე. სექსში გააკეთებენ ყველაფერს, რაც კი წარმოუდგენიათ, მერე კი ილაპარაკებენ, რომ მათ ეს შეძლეს და გააკეთეს.

დეკემბერი: ამ თვეში დაბადებულები საწოლში ძალიან კრეატიულები არიან. უყვართ ისტორიების მოყოლა და როლური თამაშები პარტნიორებთან. ხშირად აქვთ სექსი და ყოველ ჯერზე მათი სექსუალური აქტი ძალიან სახალისო და მხიარულია.

წყრო:https://www.funtime.ge

Comments

comments