რას ამბობენ აგარაში მომხდარი მკვლელობის მსხვერპლისა და ბრალდებულის ოჯახის წევრები

139
SHARE

აგარაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ მედიასთან კომენტარები მსხვერპლის სიმამრმა და თავად ბრალდებულის დედამ გააკეთეს. მოკლული მამაკაცის სიმამრი ამბობს, რომ სასტიკ მკვლელობას მისი 4 წლის შვილიშვილი შეესწრო.
“პატარას სიცხე ჰქონდა და აფთიაქში იყო წამალზე ჩასული. ცოლ-შვილი მანქანაში ჰყავდა, უკნიდან მიუახლოვდა ავთო და გაიყვანა. ერთად მუშაობდნენ და დანდობილად გაჰყვა. ყელში გამოუსვა დანა და მერე კიდევ ურტყა, სულ დაჩეხა. 4 წლის შვილიშვილმა მითხრა, მამას ვიღაც გიჟი მივარდა და დანა ჩაარტყაო. ბავშვის თვალწინ მოკლა. არ ვიცი, რამ გააგიჟა. ერთმანეთს იცნობდნენ, ერთად მუშაობდნენ და კონფლიქტი არ ჰქონიათ, არ უჩხუბიათ. ჩემი სიძე საბაბს არ მისცემდა, ვიცი”, – აღნიშნა მოკლულის ოჯახის წევრმა.
ბრალდებულის დედა ამბობს, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და კონფლიქტს ერიდებოდა. ” მე გავიგე დღეს, 10 საათზე. მითხრეს, წუხელ ავთო დააკავესო. ვერავინ ინატრებს, იმისთანა ცოლქმრობა ჰქონდათ მაგათ. ეს არის დაავადებული, ავადმყოფი არის და ძალიან მალე ფსიხდებოდა და ყველაფერს ერიდებოდა, რომ არავისთან კამათი და კონფლიქტი არ მოსვლოდა“, – განაცხადა ბრალდებულის დედამ.
შეგახსენებთ, აგარაში 50 წლამდე მამაკაცმა მეზობელს, 41 წლის ირაკლი გელაშვილს 16 ჭრილობა მიაყენა და შემდეგ საკუთარ მეუღლეს დანა 13-ჯერ ჩაარტყა, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ბრალდებული სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა

FB კომენტარები

კომენტარი