რასელ ქროუმ 25 კილო დაიკლო (ფოტო)

132
SHARE

პროფესიონალ მსახიობებს ხშირად როლის გამო მსხვერპლზე წასვლა უწევთ. ზოგი მათგანი მზად არის, გარეგნობა კარდინალურად შეცვალოს და ექსპერიმენტზე თანახმაა. მსახიობ რასელ ქროუს ამჯერად როლის გამო 25 კილოს დაკლება მოუწია. მისი თაყვანისმცემლები მსახიობის გარეგნული ცვლილებით გაკვირვებულები არიან.
მსახიობი არაფერს ამბობს ფილმის შესახებ, რომლის გამოც ამხელა მსხვერპლი გაიღო. გახდომამდე რასელ ქროუ 120 კილოგრამს იწონიდა, თუმცა ასეთი დიდი წონა მან ასევე ფილმისათვის აკრიფა.
ქროუმ ჟურნალისტებთან თავისი დიეტის შესახებ ისაუბრა. მსახიობის თქმით, მას ფორმაში ჩადგომა არ გასჭირვებია. რეგულარული ვარჯიში, სირბილი და ველოსიპედით სიარული – აი, ეს არის სულ ჩემი „დიეტა“. მსახიობი დღეში სამ საათს სატრენაჟორო დარბაზში ატარებს. რასელ ქროუ „ოსკარის“ მფლობელი მსახიობია. 2000 წელს მან ფილმისთვის „გლადიატორი“ ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო.
12443010_1161705027207673_566730771_n 12899670_1161705020541007_1499679440_n

FB კომენტარები

კომენტარი